ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს მორგანი: მესის თამაშის ყურება მიყვარს

ალექს მორგანი: მესის თამაშის ყურება მიყვარს

ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრების თავდამსხმელი ალექს მორგანი “ბარსელონას” არგენტინელ ვარკსვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“ლეო მესი მსოფლიოში საუკეთესოა. სამწუხაროდ, მისი გოლი ტრიბუნებიდან არ მინახავს, მაგრამ მას, კარიერის განმავლობაში, უამრავი გოლი აქვს გატანილი და როგორც თავდამსხმელი, მას დიდ პატივს ვცემ და მისი თამაშის ყურება მიყვარს.

“კამპ ნოუზე” ჩემი პირველი ვიზიტი ზღაპრული გამოვიდა.

შესანიშნავია იმის ხილვა, რომ “ბარსელონა” ლა ლიგაში კვლავ წაუგებელია.

“ბარსელონას” გულშემატკივრობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. გუნდს თამაშის ძალიან ლამაზი სტილი ჰქონდა. მეც მათი ყურება დავიწყე და მას შემდეგ “ბარსელონას” ფანი ვარ.” – განაცხადა ალექს მორგანმა მას შემდეგ, რაც “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” თამაშს (4:0) დაესწრო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში