მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კლასიკოსთვის” მზადება დაიწყო

“კლასიკოსთვის” მზადება დაიწყო

სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და “ბარსელონას” ფეხბურთელები უკვე ემზადებიან “კლასიკოსთვის”. სიუტატ ესპორტივაზე გამართულ დღევანდელ სავარჯიშო სესიას ვერ დაესწრო პაკო ალკასერი, რომელიც ტრავმის გამო დაახლოებით 3 კვირას იუქმებს. სამაგიეროდ, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელების, უსმან დემბელეს და რაფინია ალკანტარას გამოჯანსაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ამ უკანასკნელმა ექიმებისგან “რეალთან” თამაშის ნებართვაც მიიღო. 

ერნესტო ვალვერდემ ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად 4 რეზერვისტს უხმო. ესენი არიან: ალბერტო ვარო, ფალი, ჩოკო ლოსანო და მოისეს დელგადო.

მომდევნო ვარჯიშს გუნდი ოთხშაბათს გამართავს, ხვალ კი მოთამაშეები დაისვენებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • isco-isco
    schedule 19 დეკ 2017, 07:14

    ციტატა: M10 S9 D11
    ვა რა კაია დემბელემ თამაშის ნებართვა მიიღო 15 წუთით მაინც რო ითამაშოს კლასიკოში ძაან კაი იქნება


    უსმან დემბელეს და რაფინია ალკანტარას გამოჯანსაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ,,ამ უკანასკნელმა "ექიმებისგან "რეალთან" თამაშის ნებართვაც მიიღო. ამ უკანასკნელმა იგულიახმება რაფინია )) ცუდია დემბელეს ამდენი რო ამდწნი გაუცდა და კლასიკოში რო ვერ იქნება .