ისააკ კუენკა: მატჩის შედეგი “ბარსელონაზე” იქნება დამოკიდებული

ისააკ კუენკა: მატჩის შედეგი “ბარსელონაზე” იქნება დამოკიდებული

დღეს, 23 საათსა და 45 წუთზე “ბარსელონა” “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. მატჩის შესახებ ისაუბრა ისააკ კუენკამ, რომელიც ორივე გუნდს კარგად იცნობს: ის ლა მასიის აკადემიის აღზრდილია და 2009-დან 2014 წლამდე (2 სეზონი სხვა კლუბებში იჯარის წესით) “ბლაუგრანას” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, 2014/15 წლების სეზონი კი “დეპორტივოში” გაატარა.

თუ “ბარსელონა” კარგ ფორმაშია, მათ წინააღმდეგ შანსებზე ლაპარაკი ძალიან რთულია. მატჩის შედეგი სწორედ კატალონიელებზე იქნება დამოკიდებული. ისინი ახლა კომფორტულად ლიდერობენ ქვეყნის ჩემპიონატს, რაც თავიდან მოსალოდნელი არ იყო. ერნესტო ვალვერდე ნამდვილად კარგად მუშაობს.

“ბარსას” დატოვება, რა თქმა უნდა, ადვილი არაა. როცა “დეპორში” გადავედი, ლიგის ქვედა ნაწილში მომიხდა გადანაცვლება, მაგრამ ლა კორუნიაში გატარებული პერიოდი დამეხმარა, გავმხდარიყავი უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი პიროვნება.”

კუენკა ამჟამად ისრაელის “ჰაპოელ ბეერ-შევას” ფეხბურთელია. ამ კლუბს ის მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • njanka1977
    18 დეკ 2017, 00:10

    რა დონეზე თამაშობდა და როგორ დაეშვა?! Mართლაც და რა ტალანტი იყო…. ☹

  • metreveli_FCB
    17 დეკ 2017, 21:16

    Ra talanti ito tavis droze es :/

  • Givibarca
    17 დეკ 2017, 16:42

    ციტატა: Victor Moses

    ციტატა: ANRIBARCA

    ციტატა: WinGs
    Victor Moses აქაც თუ აპირებ სილვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას, დიდი ალბათობით ბანი არ აგცდება. ოფიციალური ინფორმაცია არაა და კიდეც რომ იყოს ყველა სტატიაზე დაწერა აუცილებელი არაა.


    laughing laughing


    აქვს ადასტურებენ უკვე


    http://goal.ge/news/82101-ras-nishnavda-de-bruinis-21-.html
    ამიტომ გაუკეთებია დებრუინს თითების ჟესტი

  • ANRIBARCA
    17 დეკ 2017, 14:14

    ციტატა: WinGs
    Victor Moses აქაც თუ აპირებ სილვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას, დიდი ალბათობით ბანი არ აგცდება. ოფიციალური ინფორმაცია არაა და კიდეც რომ იყოს ყველა სტატიაზე დაწერა აუცილებელი არაა.


    laughing laughing

  • WinGs
    17 დეკ 2017, 14:05

    Victor Moses აქაც თუ აპირებ სილვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას, დიდი ალბათობით ბანი არ აგცდება. ოფიციალური ინფორმაცია არაა და კიდეც რომ იყოს ყველა სტატიაზე დაწერა აუცილებელი არაა.