მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, რომელმაც კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოქროს ბურთით დაჯილდოების წესები უნდა შეიცვალოს, რადგან ის მხოლოდ თავდამსხმელების პოპულარიზაციის მიზნით გაიცემა და უკვე 10 წელია, მას მხოლოდ ორი ფეხბურთელი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იღებს, როცა მათ გარდა კიდევ ბევრი გამორჩეული მოთამაშეა.
გერმანელს გარი ლინეკერი გამოეხმაურა:
“შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო წლებში საუკეთესოები მხოლოდ ფორვარდები არიან… თუმცა კამათი აქაც შეიძლება, რადგან ამ პრიზს რომ ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელი იგებდეს და არა კარგი ფეხბურთელი საუკეთესო კლუბიდან, ყოველ წელს მას მესი მოიგებდა”.
Genacvalos chemi tavi a kaci!!!
ოხ შენ გენაცვალე ბიძია ბაბუა!!!!!!!!!!!