კვირას, 17 დეკემბერს, ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩში “ბარსელონა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.
სავარაუდო შემადგენლობები:

დანაკლისი:
ბარსელონა – რაფინია, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, ჟერარ დეულოფეუ;
დეპორტივო – ჟერარ ვალენტინი, ფედე კარტაბია, რაულ ალბენტოსა (საეჭვო).
სიახლეები:
– ანდრეს ინიესტამ ტრავმა თითქმის მოიშუშა და მას შანსი აქვს, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს;
– იმის გამო, რომ “ბარსელონას” 2 ცენტრალური მცველი აკლია, სასტარტო თერთმეტეულში ისევ ტომას ვერმალენს ვიხილავთ, რომელსაც ზედიზედ ამდენი მატჩი ლურჯ-ბროწეულისფერთა მაისურით არასდროს ჩაუტარებია;
– “დეპორტივოს” შემტევი ნახევარმცველი, ფედე კარტაბია ტრავმირებულია და ის არა მარტო “ბარსასთან” მატჩს, არამედ რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
ფაქტები:
– უკანასკნელ 19 საშინაო შეხვედრაში, “ბარსელონა” მინიმუმ 2 გოლს იტანს;
– “ბარსას” ზედიზედ 24 საშინაო შეხვედრა აქვს ჩატარებული წაგების გარეშე;
– “დეპორტივომ” ბოლო 26 გასვლითი მატჩიდან, მხოლოდ ორის მოგება მოახერხა;
– კატალონიელები “დეპორტივოს” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” 11 მატჩია, დაუმარცხებლები არიან;
– ამ 11-დან 10 შემთხვევაში “ბარსამ” მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლო.
მდგომარეობა სატურნირო ცხრილში:
“ბარსელონა” 39 ქულით ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს კვლავ 5 ქულით უსწრებს, “დეპორი” კი 15 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს.




ისე არტურის სტილი ძალიან ჰგავს ინიესტას სტილის თამაშს <3 ინის მოძრაობებს აკეთებს <3
დეპორტივოს ხვალე გავანადგურებთ
Rato ar ginda vitom gunds cotsti mainc azlietebs
გუნდის გაძლიერებაზე არ არის საუბარი
შეიძლება, ელ-კლასიკო გამოტოვოს.
ბუსკეცის გარეშე თუ დეპორს ვერ მოვუგეთ სირცხვილია,ყვითელი აქვს და იმედია მიხვდება დაასვენოს,ბუსკეცი კი ისეთია რომ არ მიიღებს ,შანსი არაა მაგისი რომ მიიღოს ყვითელი მარა მაინც რა იცი რა ხდება ვიღაცამ იქნება წამოაგოს პროვოკაციაზე,ან მსაჯმა ზა პროსტა აჰკიდოს ყვითელი პატარა შეხებაზეც კი,თავისით არ იჩალიჩებს ყვითელს მარა მსაჯი და მეტოქე იზამს რამეს
Rato ar ginda vitom gunds cotsti mainc azlietebs
გუნდის გაძლიერებაზე არ არის საუბარი
შეიძლება, ელ-კლასიკო გამოტოვოს.
Rato ar ginda vitom gunds cotsti mainc azlietebs
Au busquetsi ar minda raa ziritadshii .. Erti yviteli barati rom miigos el klasikos gamotovebss :(((
ყოველი ზედმეტი წვალების გარეშე ერთი ხუთი – ნოლი გვინდა, კლასიკოს წინ მოტივაციაა ასამაღლებელი , რონალდუსთან კიდევ უფრო წინაა წასაწევი ბონბარდირობაში მესი და ა.შ. შტეგენი-სემედუ-პიკე-ვერმა-დინი-პაულინიო-რაკეტა-რობერტო-მესი-სუა-პაკო (ალბამ დაისვენოს,ბუსკეცს 4ყვითელი აქვს,დეულოფეუს ტრავმა,ინიმ ახლა მოიშუშა ,ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა იქნება ხვალისთის)