“ბარსელონას” 28 წლის მარჯვენა მცველის და ვინგერის, ალეიშ ვიდალის შეძენა “რომას” სურს, იტყობინება Sport.
ვიდალის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა, მაგრამ რომაელები მას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გამოიყენებენ, რადგან ამ ტურნირზე მან “ბარსას” მაისურით უკვე მიიღო მონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ალეიშ ვიდალის დამატებით “სევილია” იყო დაინტერესებული, კლუბი, რომლისგანაც ფეხბურთელი კატალონიელებმა 2015 წელს შეიძინეს.




amaze uketes zamenas ver vnaxavt ar sheidzleba amis gashveba
ზ. ა. ვიდალი არ გაუშვათ
Arc mcvelia arc shemtevi sadgac shuashi gachedili
დროა წახვიდე