“ბარსელონას” თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი მის სამშობლოში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ახლა კი ამ სიას კიდევ ერთი კლუბი, “ტრაბზონსპორი” შეემატა.
არდას აგენტს, აჰმეთ ბულუთს, “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტთან, მუჰარემ ურსასთან ჰქონდა შეხვედრა და ამ ინფორმაციის მიზეზიც, დიდი ალბათობით, ესაა.
როგორც იცით, თურანს მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრავმირებული უკვე აღარაა. როგორც მისი აგენტი აცხადებს, მისი მომავალი კლუბი დეკემბრის ბოლოსთვის გაირკვევა.




ტყუილად დროს კარგავ თურან ბარსელონაში ვალვერდე ხო ხედავ სათადარიგოთა სკამზეც აღარ გსვავს
გავლენიანი ესპანური გამოცემის დონ სისულელეს და ასავალ დასავალის განცხადებით არდა ტურანი თბილისის დინამოში გადადის არდამ იმ კლუბებში გაიარა ადაპტაცია რომლის შემდეგაც ის დინამოში აუცილებლად შეძლებს თამაშს ეს კლუბები არიან დინამოს სარეზერვო გუნდები გალათასარაი ატლეტიკო და ბარსელონა