ხვალ, 10 დეკემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურში “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” “ბარსელონა” “ვილიარეალს” ესტუმრება. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ გუნდების დაპირისპირების შესახებ.

ამ თამაშში მონაწილეობას მიიღებს პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშების 2 საუკეთესო ბომბარდირი: ლიონელ მესი და სედრიკ ბაკამბუ. ლა ლიგაში მესის 13 გოლი აქვს, ბაკამბუს კი 9, ყველა ტურნირზე არგენტინელს 17, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს – 14.
აღსანიშნავია, რომ მესის გოლების უმეტესობა საშინაო არენაზე აქვს გატანილი, სედრიკს კი გასვლაზე.

“ბარსელონას” ლიდერს, ლეო მესის, “ყვითელი წყალქვეშა ნავის” კარში სულ 11 გოლი აქვს გატანილი. თუ არგენტინელი ერთსაც დაამატებს, ის ამ მაჩვენებლით კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდება.
რაც შეეხება ბაკამბუს, ის კატალონიელებს სულ 3-ჯერ შეხვდა და 2-ჯერ გაუტანა.

2008 წელს, “ვილიარეალმა” “ბარსა” ყველასთვის მოულოდნელად, “კამპ ნოუზე” დაამარცხა. ამის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ვალენსიელებს “ბლაუგრანასთან” არ გაუმარჯვიათ. საინტერესოა, რომ ასეთი ცუდი სერია მათ არცერთ სხვა კლუბთან არ აქვთ.
თუმცა, “კერამიკაზე” (2017 წლამდე – “ელ მადრიგალზე”) ვიზიტი 5-დან ბოლო 3 შემთხვევაში “ბარსელონასთვის” მხოლოდ ქულის აღებით დასრულდა.

მიმდინარე წლის იანვარში “ბარსა” “ვილიარეალთან” ბოლო წუთამდე აგებდა, კომპენსირებულ დროში კი მესის გატანილმა ჯარიმამ კატალონიელებს ქულა მოუტანა. ამის შემდეგ, “ყვითლებმა” 51 შეხვედრა (აქედან 35 – ლა ლიგაში) ჩაატარეს და საჯარიმო დარტყმიდან გოლი არ გაუშვიათ.
![]()
“ბარსელონას” საუკეთესო ასისტენტი ამ სეზონში ჟორდი ალბაა, “ვილიარეალის” კი – პაბლო ფორნალსი. მათ შემდეგ მოდიან ლიონელ მესი, ივან რაკიტიჩი, სამუ კასტილიეხო და მანუ ტრიგეროსი.

“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ვილიარეალი” ბოლოს 2004 წელს, ბილბაოს “ატლეტიკთან” ერთად დაამარცხა. ამის შემდეგ მას 7 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.
რაც შეეხება მასპინძელთა დამრიგებელს, ხავიერ კალეხას, ეს სეზონი მისთვის მწვრთნელის რანგში სადებიუტოა. თუმცა, როგორც ფეხბურთელს, მას კარიერაში სულ 9 გოლი აქვს გატანილი და აქედან 2 კატალონიელების კარში.

სატურნირო ცხრილი. უკანასკნელ 2 ტურში ყველასთვის გასაგები მიზეზით დაკარგული 4 ქულის მიუხედავად, “ბარსელონა” ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. “ვილიარეალი” კი საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება და შესაბამისად, მხოლოდ მე-6 პოზიციას იკავებს.
kai kaco imenna nostradamusi xar meviyo ku
უნდა მოუგოს ვილია რეალს დგეს რეალი ქულებს დაკარგავს