მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუს რიგით მე-5 ოქროს ბურთი გადაეცა და ის ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუთანაბრდა, დღევანდელი ფეხბურთის ორი გამორჩეული მოთამაშე ერთმანეთს “მილანის” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა და “ორლანდო სიტის” ახლანდელმა ფეხბურთელმა, კაკამ შეადარა.
“კრიშტიანუ სრულფასოვანი ფეხბურთელი, თანამედროვე ფეხბურთის სიმბოლოა, მესი კი უბრალოდ გენიოსი. სამართლიანია, რომ მათ ოქროს ბურთების ერთნაირი რაოდენობა აქვთ”. – განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ კაკა 2009-დან 2013 წლამდე “რეალში” რონალდუსთან ერთად თამაშობდა.




ეჰჰ მესი იდე მოიგებს ერთ ორს მარა კრისისთვის ბოლო მგონია
ნამდვილად …ისიც სამართლიანია რომ კარიერის დასრულების შემდეგ მესის მინიმუმ 2-ით მეტი ოქროს ბურთი ექნება :)))