დავიდ ვილია: “”სპორტინგმა” გააკეთა ის, რასაც აქამდე ყველა გუნდი ცდილობდა, რომ გაეკეთებინა, მაგრამ უშედეგოდ. ხიხონელებმა ჩვენს წინააღმდეგ სწორი ტაქტიკით ითამაშეს და ამიტომაც ისინი დასაჩუქრდნენ 1 ქულით. მეორე ტაიმში ვცდილობდით გამოგვესწორებინა სიტუაცია, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა, მოხარული ვარ ჩემი გოლით, ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული იქნება მომავალში. ასტურიელი გულშემატკივარი მე ძალიან მიყვარს, ერთ დროს ისინი გულთბილად მგულშემატკივრობენ, მე პროფესიონალი ვარ და მმართებს ის, რომ გავაკეთო მაქსიმალური ჩემი ახლანდელი გუნდისათვის”.
დანი ალვესი: “ძალიან რთული მატჩი იყო. “სპორტინგმა” ბრწყინვალედ ითამაშა. გამარჯვების მოპოვება ყოველთვის რთულია, ამ მატჩში ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ქულაც არ არის ურიგო შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვმარცხდებოდით. ახლა სხვა ასევე მნიშვნელოვან მატჩებზე უნდა გადავერთოთ”.
ვიქტორ ვალდესი: “დასანანია, რომ ჩვენ 2 ქულა ხიხონში დავტოვეთ, ძალიან გვსურდა გამარჯვება, მაგრამ ოპონენტმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ახლა უნდა გადავერთოთ ევრო ტურნირზე”.
ხავიერ მასკერანო: ” ჩევნ დავკარგეთ 2 ქულა ძალიან კარგად მოთამაშე გუნდთან, დასანანია, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზავთ. მთავარია ეს ფრე დავივიწყოთ და ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთოთ”.
ჩავი ერნანდესი: ” ამჟამად “რეალი” კვლავ ჩვენს უკან იმყოფება, ამიტომაც საგანგაშო არაფერია”.
გუნდი დღეს დაისვენებს და შეიკრიბება ორშაბათს “სპორტ სიტიში” 11 საათზე, მზადება “არსენალთან” მატჩისათვის დაიწყება.