მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “სელტასთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “სელტასთან” მატჩის წინ

წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მომავალი მეტოქის, ვიგოს “სელტას” გარდა თავისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზეც ისაუბრა.

ჟერარ დეულოფეუ

“ის ფაქტი, რომ დეულოფეუ შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენს გუნდში ბევრი ფეხბურთელია და ყველა მათგანისთვის საკმარისი დროის მიცემა ვერ ხერხდება. ის შეტევაში ძალიან კრეატიულია და ხშირად ცდილობს, რომ თამაშში ცვლილება შეიტანოს.”

უსმან დემბელე

“დემბელეს პროგრესი კარგად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მას დაბრუნება მალე შეეძლება, მაგრამ, ამასთან გარისკვა რთულია ტრავმის სერიოზულობის და იმ დროის გამო, რომელიც მან მოედანს მიღმა გაატარა. დიდი ალბათობით, ის ძირითად გუნდთან ვარჯიშისთვის მზად საახალწლოდ იქნება, მაგრამ სიტუაციას მანამდეც დავაკვირდებით.”

რაფინია ალკანტარა

“ახლა რაფინია თავს უკეთ გრძნობს და სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვარჯიშს. თუმცა, მასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს.”

მესის და ალბას დუეტი

“ეს ფეხბურთელები ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ. ალბას საოცარი სისწრაფე და ძალა აქვს და დაცვასთან გამკლავებას მშვენივრად ახერხებს, მესის კი საოცარი მოედნის ხედვა, რისი დახმარებითაც მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ეს წყვილი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ძალაა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • philipe coutinho
    schedule 22 დეკ 2018, 01:52

    ციტატა: M10 S9 D11
    კი კარგად თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ ოღონდ არა კამპ ნოუზე უნდა გადავუაროთ პოლნი ბაკი ერთი ჰეთ-თრიკი კიდე უნდა შემოგვთავაზოს ლომმა


    მესიმ რო კიდე ჰეთ-თრიკი დადოს რემზის ორი გოლი ექნება გასატანი იმიტორო პელე და რონი დაიხოცებიან 😀

  • mero18
    schedule 02 დეკ 2017, 09:14

    წინ ბარსა!!!!აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!!!

  • Don vinton
    schedule 02 დეკ 2017, 01:22

    დემბელე თუ არ იქნა კლასიკოზე იმედია მიხვდება რომ რობერტო ათამაშოს და არა ფაფხურა დეულოფეუ, რაკეტა რეალთან ყოველთთვის საჭიროა ძალიან ბევრს შრომობს რაკეტა უბრალოდ არ ფასდება მისი შრომა …

  • temo24
    schedule 02 დეკ 2017, 00:43

    მართალია ელ კლასიკოზე გვჭირდება დემბელე მაგრამ თუ რისკია მისი თამაში ამ დროს რას ვიზავთ მთავარია მერე სულ ითამაშოს და დაგვანახოს რა შეუძლია

  • sandro89
    schedule 01 დეკ 2017, 23:51

    არუნდა ათამაშონ დემბელე არღირს გარისკვა

  • pexnicheki123
    schedule 01 დეკ 2017, 23:36

    ee arada mindoda magrad es klasikoshi magrad mainteresebda rogor itamashebda magar araushavs gamojanmrteldes 100% it da shemdeg dagvibrundes chveni kogoD