workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

ივან რაკიტიჩის ინტერვიუ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში გუნდის პროგრესი გააანალიზა.

— მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში მიიღეთ მონაწილეობა. რამ განაპირობა ეს?

— ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ამის შესახებ კითხვები ლუის ენრიკესა და ერნესტო ვალვერდეს უნდა დაუსვათ. ყოველთვის ვდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო. ადრინდელთან შედარებით, დაცვაში ახლა უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ – ალბათ, ერთადერთი განსხვავებაც ეს არის. ვხედავ, რომ მენდობიან და თავს კომფორტულად ვგრძნობ. მწვრთნელები და თანაგუნდელები ჩემით კმაყოფილები არიან.

— რას ნიშნავს თქვენთვის ერნესტო ვალვერდეს მოსვლა?

— როგორც ყველა დანარჩენისთვის: ახალ იდეებს. ნეიმარის წასვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ვცდილობ გავიგო, თუ რა სურს მწვრთნელს. ის ყველაფერს ნათლად განმარტავს. ვფიქრობ, გავიგე ვალვერდეს ფეხბურთის ინტერპრეტაციის მანერა.

— პირველი ადგილი ლა ლიგაში, მომდევნო ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასის 1/8 ფინალი… კიდევ რა უნდა მოითხოვო?

— უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში შეტევასა და დაცვაში. მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და ყველა ასპექტი დავხვეწოთ. მთავარი მწვრთნელისა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელის წასვლას გავუმკლავდით. თითოეულ შეხვედრას ვაკონტროლებთ, მაგრამ შოუ გვაკლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 23 მარ 2020, 13:27
    #2

    უდიდეს ადამიანი საღოლ რაკეტა

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 30 ნოე 2017, 21:02
    #1

    კარგი ბიჭი ხარ ივან, უფრო უკეთესად უნდა ითამაშო და საჯარიმოს გარედან დარტყმებს უნდა მოუმატო