მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„დორტმუნდი“-„შალკეს“ მატჩს „ბარსას“ სკაუტი დაესწრო

„დორტმუნდი“-„შალკეს“ მატჩს „ბარსას“ სკაუტი დაესწრო

“ბარსელონას” სკაუტი “დორტმუნდი”-“შალკეს” მატჩში ლეონ გორეცკას აკვირდებოდა, იტყობინება MD.

ნახევარმცველი მოედანზე 33-ე წუთზე გამოვიდა. გელზენკირხენელები 0:4 მარცხდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ, 4:4 დასრულდა. ეს გასული “უიქენდის” ერთ-ერთი სენსაციური დაპირისპირება გამოდგა.

Mundo Deportivo ვარაუდობს, რომ სკაუტი, რომელიც დერბის მიმდინარეობის დროს, გორეცკას აკვირდებოდა, გორან ვუჩევიჩი იყო – ის “ბლაუგრანას” სტრუქტურაში ახლახანს მოხვდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გორეცკას “ლურჯ-შინდისფერთა” სკაუტები აკვირდებოდნენ. ოქტომბრის ბოლოს დაიწერა, რომ “ბარსელონას” წარმომადგენელი “შალკე”-“მაინცის” მატჩს დაესწრო.

ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნახევარმცველს “ბარსელონაში” თამაში სურს. მან “ბლაუგრანა” “ბაიერნზე”, “ლივერპულსა” და “იუვენტუსზე” მაღლა დააყენა.

ლეონის კონტრაქტი “შალკესთან” მომდევნო ზაფხულში იწურება, მაგრამ გერმანელებს არ სურთ ფეხბურთელის გაშვება. ისინი მზად არიან გორეცკას მოგვიანებით, უფასოდ შეელიონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • SHOTAMESSI10
    schedule 27 ნოე 2017, 18:22

    სასწრაფოდ მოიყვანეთ გორეცკა