რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობა “ვალენსიასთან” მატჩისთვის. როგორც იცით, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ჟერარ პიკე, რომლის შემცვლელიც დღეს ტომას ვერმალენია – საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელიც განუწყვეტელი ტრავმების გამო კლუბის განაცხადშიც კი ძალიან ხშირად ვერ ხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბელგიელმა “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში თამაში 2016 წლის 23 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში, “მალაგას” წინააღმდეგ შეხვედრაში (2-1) დაიწყო.
ამის შემდეგ ვერმალენმა ერთი სეზონი “რომაში” გაატარა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, დაბრუნების შემდეგ კი “ბლაუგრანას” მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო.




ვერმალენმა ძალიან კარგად ითამაშა, ყოჩაღ!
არ მოვედოლი ვერმალენისგან ასე კარგად თამაშს. მასკერანოს დაყენებას მგონი ეს ათამაშოს ჯობია
იმედია არ ვინანებთ
დღეს აქვს შანსი, რომ გამოიჩინოს თავი. აბა ტომას, შენ იცი!