workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნასრი – კიდევ ერთი “მეთოფე” “ნოუ კამპზე”

ნასრი – კიდევ ერთი “მეთოფე” “ნოუ კამპზე”

შესაძლოა ეს მომავალ სეზონში მოხდეს, რადგან, როგორც გაირკვა, ფრანგი ნახევარმცველი უახლოეს ადამიანებთან არ მალავს კატალონიურ კლუბში თამაშის ამბიციას.

 “არსენალი” არის ერთ-ერთი იმ მცირე კლუბთაგანი,რომელიც ბედავს და “ბარსას” სტილით თამაშობს. “არსენალში” ამ თამაშის სულისჩამდგმელი კატალონიელი სესკ ფაბეგასია, მაგრამ სამირ ნასრი მისთვის იდეალური პარტნიორი გამოდგა. მიუხედავად ამისა, ფრანგი შიშობს, რომ მისთვის ახალ კლუბში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიძებნება. მან ასევე ახლო მეგობრებს გაუმხილა, რომ დიდი საიმოვნებით გადავიდოდა ესპანეთში სესკთან ერთად.

 ნასრი დარწმუნებულია, რომ მისი “ბარსელონაში” გადასვლა სავსებით რეალური იქნება, თუ კლუბები მასზეც დაიწყებენ მოლაპარაკებებს. თუ ფრანგი “ემირეითსზე” დარჩება, იგი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდება, მაგრამ იგი შიშობს, რომ ამ კლუბში პროგრესს მაქსიმუმ ორი სეზონის შემდეგ შეწყვეტს. მისი აზრით კი, ამ პროგრესის გაგრძელებისთვის “ბარსელონა” ზედგამოჭრილი კლუბი იქნება.

 ასევე აღსანიშნავია, რომ სამირმა სესკს ხუმრობით “ბარსელონაში” გადასვლაში დახმარებაც კი სთხოვა. ფრანგი არც მის კოლეგებთან არ მალავს და ვითომდა ხუმრობით აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა კატალონიურ კლუბში. დღესდღეობით, ნასრის ტრანსფერი შეუძლებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ის, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი შეიცვალოს.

 ფეხბურთელს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2012 წლის ივნისში უმთავრდება და “არსენალმა” უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგის აგენტებთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ძალიან აწუხებს, რომ შესაძლოა მისმა კარიერამ განვითარება შეწყვიტოს, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ლონდონური კლუბი წელსაც ტიტულების გარეშე დარჩება. ამ შემთხვევაში, “არსენალი” რამდენიმე ლიდერის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგება.

 ნასრისნაირი ფეხბურთელი ზედგამოჭრილია “ბარსელონასთვის”. ეს არის ტექნიკური  ნახევარმცველი, რომელსაც შეტევის თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის ძალა შესწევს. გვარდიოლა საკმარისზე კარგად იცნობს ფრანგ ნახევარმცველს და მშვენივრად ხვდება, რომ იგი კლუბის ფილოსოფიისთვის ზედგამოჭრილია, მაგრამ ამ ტრანსფერამდე კატალონიელებს ერთი საქმე აქვთ დასამთავრებელი და ეს ოპერაცია “სესკია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward