workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოპ-5 მოთამაშე, რომლებსაც ზამთარში „ბარსელონაში“ ელიან

ტოპ-5 მოთამაშე, რომლებსაც ზამთარში „ბარსელონაში“ ელიან

ზაფხულში “ბარსელონამ” ნეიმარის სახით, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დაკარგა. ბრაზილიელი კატალონიურ გრანდში უსმან დემბელემ ჩაანაცვლა. “კამპ ნოუზე” აგრეთვე გადაბარგდნენ ნელსონ სემედუ, ჟერარ დეულოფეუ და პაულინიო.

როგორც ყოველთვის, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებისას, “ბარსა” მოვლენათა ეპიცენტრშია. წარმოგიდგენთ იმ მოთამაშეთა ხუთეულს, რომლებსაც “ბლაუგრანას” უკავშირებენ.

     1. დავიდ ლუისი (“ჩელსი”)

ბრაზილიელ მცველს “ლურჯების” მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს. დავიდი ელიტური ცენტრალური მცველია, რომლის გაფორმებაზე უარს, არცერთი ტოპ-კლუბი არ იტყოდა.

Sport-ის ინფორმაციით, ხავიერ მასკერანო კატალონიური კოლექტივის დატოვებაზე დაფიქრდა, არგენტინელ მცველს კი, ბუნებრივია, შემცვლელი სჭირდება. მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ჟერარ პიკესა და სამუელ უმტიტის იმედზე ყოფნა ზედმეტად სარისკოა.

ლუისი, თავისი სტილით, შესაძლოა, “ბარსას” მოერგოს. ის ტექნიკურია და სავარაუდოდ, გუნდის უკანა ხაზს გააძლიერებს.

     2. ანხელ დი მარია (პსჟ)

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის გვერდითი მოვლენა. პსჟ-ს ხელმძღვანელობა, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, რამდენიმე მოთამაშისგან უნდა გათავისუფლდეს. ფინანსურმა ფეირ-პლეიმ პარიზელებს თავი შეახსენა. ანხელ დი მარია, ბევრი მედიასაშუალების მოსაზრებით, იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთა გაშვებაც ფრანგებს სურთ.

“ბარსელონას” არგენტინელის შეძენა ზაფხულში სურდა, მაგრამ პსჟ-მ ფეხბურთელი არ გაუშვა. დი მარიას “კამპ ნოუზე” სავარაუდო გადაბარგებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია კვლავ ვცელდება. ახლო წარსულში, ანხელმა მოსალოდნელი ტრანსფერის თაობაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

— “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. არასდროს დამიკარგავს კატალონიურ კლუბში თამაშის იმედი. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს მომავალში.

     3. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)

აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიზმანი თანახმაა “ბარსელონას” იანვარში შეუერთდეს. ამავდროულად, ანტუანით ორი მანჩესტერული კლუბია დაინტერესებული.

გრიზმანის თამაშის ტემპი, ამტანობა და გოლის ალღო ერნესტო ვალვერდეს კოლექტივს შედეგს მოუტანს.

     4. ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”)

გაძლიერება ნახევარდაცვაში? ივან რაკიტიჩი ჩვეულ ფორმაში აღარ არის, ხოლო არდა თურანი და ანდრე გომეში კატალონიურ გრანდს არ შეეფერებიან. ანდრეს ინიესტა ასაკში შედის.

ტიაგო ალკანტარა – “ბარსელონას” ხელმძღანელობა ნანობს, რომ ის თავის დროზე “ბაიერნში” გაუშვა. ესპანელი ნახევარმცველი ბურთის ფლობის მანერითა და პასების განხორციელების სტილით “ბლაუგრანას” იდეალურად შეესაბამება.

მისი დაბრუნება რთული იქნება, რადგან “ბაიერნს” ტიაგოს გაშვება არ სურს. მიუხედავად ამისა, ალკანტარამ თავად გააკეთა მცირე მინიშნება: “ბარსელონა” – ჩემი სახლია”. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

     5. ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”)

გასულ ზაფხულში მედია გაუთავებლად ავრცელებდა ინფორმაციას ბრაზილიელი ნახევარმცველის “ბარსაში” სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კლუბები ვერ შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, პრესა ჭორებს კვლავ წერს.

ახლო წარსულში, “ბარსელონას” ლეგენდამ, რონალდინიომ კლუბის ხელმძღვანელობას კოუტინიოს ნებისმიერ ფასად გაფორმებისკენ მოუწოდა.

“კოუტინიოს თამაში მხიბლავს. მჯერა, რომ ფილიპე ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალის მოგებაში ხელს შეუწყობს. “ბარსელონაში” ტრანსფერი? ის იდეალურად მოერგება კატალონიურ გრანდს და ჩაეწერება სათამაშო მოდელში.”-ამბობს რონალდინიო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • IRAKLI CULE
    schedule 26 ნოე 2017, 21:08
    #14

    ყველა ფეხბურთელის შეძენა ძალიან კარგი იქნება განსაკუთღებით კი ნახევარდაცვის და დაცვის გაძლიერება მაგრამ გრიზმანი დი მარია და კოუტინიოც გვესაჭიროება ახლო მომავალში

  • goutsaevi
    schedule 25 ნოე 2017, 17:21
    #13

    ტიაგო ყველაზე მეტად გამეხარდება და კოუტინიო ან დიმარია პლიუს გრიზმანი მაგარი იქნებოდა. იქნებ ერთიანად დახარჯონ რაც ბოლო ორი წელი დაზოგეს

  • grisha oniani
    schedule 25 ნოე 2017, 13:09
    #12

    გრიზმანი გვინდა

  • 10leo
    schedule 25 ნოე 2017, 12:40
    #11

    მეც არ მომწონდა ბარომეუს პოლიტიკა მარა საბოლოოდ შედეგი ნორმალურია. დაბალი და საშუალო დონის ფეხბურთელების შესყიდვიდან 2 აღმოჩენა გაკეთდა, უმტიტი და პაულინიო. ამასთან ერთ მშვენიერი ზამენა დეულოფეუ. ჯერ გაურკვეველია გაამართლებს თუ არა დემბელე. მე ეხლა რასაც ვიზამდი სატრანსფერო პოლიტიკაში, რობერტოს სიტიში გავუშვებდი, ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა ნახევარდაცვაში, მაინც კულეა და ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა. თუ დავიდ ლუისი ზამენაზე წამოვიდოდა დაცვაში ამას ვიყიდიდი თუ არა რომელიმე ძლიერს, ნახევარში უეჭველი კოუტინიოსნაირი შემქმნელია საჭირო ინიესტას დაბერების გამო და მგონი საკმარისია. მარჯვენა მცველის გამოცვლაც შეიძლება 1 წელი ვუყურებდი სემედოს როგორ გაამერთლებდა.

  • Magician
    schedule 25 ნოე 2017, 10:21
    #10

    მაინც კოუზე უნდა იმუშავონ რა.

  • sandro89
    schedule 25 ნოე 2017, 07:35
    #9

    კოუ და ტიაგო

  • Don_Andresito
    schedule 25 ნოე 2017, 02:38
    #8

    ციტატა: nika 54
    ტიაგოს გაშვებაში, ბარსას ხელმძღვანელობას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ, მაგათ თავისიც ეყოფათ მიქარული.
    ტიაგოს კონტრაქტში გამოსასყიდი ეწერა და არც ისე მცირე იმ დროისთვის მგონი 25. პეპემ ინაგლა და გადაიბირა და ბარსა რაღას იზავდა, მითუმეტეს ინიესტაც ხოდზე იყო და ჩავიც ბუსკეტი ხო ვაბშე.


    + ფაბრეგასიც ყავდათ მაშინ და პეპმა უთხრა რო კარგა ხანს ძირითადის კაცი არ გახდებოდა. არადა 1 წელიც რო მოეცადა ფაბრეც წავიდა მალევე, ჩავიც და ინი რაკიტიჩის ამარა დატოვეს. ხელმძღვანელობის ბრალი იყო, როგორ არა, ვერ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი? ვერ აუწიეს გამოსასყიდი თანხდა? რატო ენდნენ ალკანტარას. აეწიათ ერთი 60 ზე და მერე ჯანდაბას წაეყვანათ. ან რო დააგდეს სკამზე გაეშვათ სევილიაში იჯარით, პრაქტიკა მოემატებოდა. არასწორად მოიქცნენ ამასთან მიმართებაში.

    ტიაგოსი რა გითხრათ, დავკარგე სიმპატია მაგ ბიჭის მიმართ. კოუ აქედან ყველაზე საჭიროა. ლუიზი გაასწორებდა, ხალისს შემოიტანდა გუნდში. მასკეს 2-3 წლით ჩაანაცვლებდა კარგად. დაჟე ბუსისაც მიცემდა დასვენების საშუალებას. ეგეთი გიჟი გვჭირდება გუნდში. დი მარიაც აღარ მინდა. აღარ ვარგიან ეგ და იოზილი ფეხბურთელებად და ეხლა ვიყიდოთ? გრიზი კი გვჭირდება მომავალი წლის ზაფხულიდან. სუა თუ მანამდე შევიდა ფორმაში რამეს მოიფიქრებენ ერთად როგორ ითამაშონ. თU არადა სკამზე დაჯდება ჯეკა. დროა უკვე, უნდა მიხვდეს რო ბარსას ფორვარდია რომელსაც სეზონში 30 გოლი მაინც მოეთხოვება და არა 30 გამაზვა თამაშში. ამიტო თუ დაჯდება საკმზე დრო და დრო ითამაშებს, თუ არადა გზა მშვიდობისა. პროსტა უნდა მიხვდეს რო ბარსას ფორვარდია და მოუმატს. თორე უკონკურენტობა იგრძნო ბიჭმა და გაისია ერთი ადგილი. მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთა, მარა ან მოუმატოს და დარჩეს ძირითადში ან სკამზე გადაჯდეს. უარეს შემთხვევაში წავიდეს.

  • nika 54
    schedule 25 ნოე 2017, 01:00
    #7

    ტიაგოს გაშვებაში, ბარსას ხელმძღვანელობას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ, მაგათ თავისიც ეყოფათ მიქარული.
    ტიაგოს კონტრაქტში გამოსასყიდი ეწერა და არც ისე მცირე იმ დროისთვის მგონი 25. პეპემ ინაგლა და გადაიბირა და ბარსა რაღას იზავდა, მითუმეტეს ინიესტაც ხოდზე იყო და ჩავიც ბუსკეტი ხო ვაბშე.

  • davidus2020
    schedule 25 ნოე 2017, 00:12
    #6

    ამ სიიდა მხოლოდ კოუ და ტიაგო გაძლიერებს ბარსას თამაშს,თან ნახევარდაჩვის პრობლემა 4-5 წლით მოიხსნება

  • FAN OF BARCELONA
    schedule 25 ნოე 2017, 00:00
    #5

    ზამთარში რო მოვიდნენ ესენი ლიგაზე მაინც არ იქნებიან და პრიმერაში მშვენივრად უბერავენ

  • temo24
    schedule 24 ნოე 2017, 23:17
    #4

    ვაა საღოლ ამდენ ფეხბურთელს თუ მოიყვანენ ზამთარში ძალიან მაგარი იქნება მაგრამ თქმა ერთია და გაკეთება მეორე

  • SHOTAMESSI10
    schedule 24 ნოე 2017, 21:53
    #3

    ალკანტარა მოაშორეთ

  • Johan Cruyff 14
    schedule 24 ნოე 2017, 21:28
    #2

    დელიგტი ალკანტარა და კოუტინიონუნდა ბარსელონას და ვსიო კანფეეტ

  • LashaBarca
    schedule 24 ნოე 2017, 21:20
    #1

    ზამთარი ტიაგო და კოუ მოიყვანონ, ზაფხულში გრიზმანი და ეგაა, იფრენს გუნდი