რამდენიმე დღეში ლა ლიგის მე-13 ტურში “მესტალიაზე” “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, მათ კატალონიელების დამარცხება ხშირ შემთხვევებში საშინაო არენაზეც კი ძალიან უჭირთ. ბოლოს “ღამურებმა” “ბარსა” 10 წლის წინ, კიკე სანჩეს ფლორესის ხელმძღვანელობით დაამარცხეს. ამის შემდეგ “ვალენსიელებმა” არაერთი მწვრთნელი გამოიცვალეს, მაგრამ “მესტალიაზე” “ბარსელონას” წინააღმდეგ სამი ქულის აღება ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
ეს მწვრთნელები არიან: რონალდ კუმანი, ვორო, უნაი ემერი, ერნესტო ვალვერდე, მიროსლავ ჯუკიჩი, ნუნუ და ჩეზარე პრანდელი.
ამ სერიის შეწყვეტას მარსელინო ეცდება, თუმცა, საინტერესოა, რომ ის დისკვალიფიკაციის გამო თამაშს მხოლოდ ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.




თამაში ალბათ ორმხრივ შეტევებში წარიმართება ისევე როგორც იუვესთან იყო თან ისე რომ ბურთის ფლობაში ბარსა იქნება გამოკვეთილი მარა არც ვალენსია იქნება ნაკლები ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო თამაში გველის და წინასწარი პროგნოზისგან თვს შევიკავებ რადგან რომელმა გუნდმაც არ უნდა მოიგოს ალბატ სამართლიანი მოგება იქნება.
ძალიან გაგვიჭირდება ამ დაცვით მაგრამ მესის დასვენება სწორედ იმით იყო განპირობებული რო ვალენსიასთან უფრო ენერგიულად ეთამაშა. ვალენსიასთან თამაშის გახსნა არ იქნება კარგი ისეთი კარგი ფლანგები აქვთ ასე რომ ბურთი უნდა გაცაკონტროლოთ ბოლომდე და მესის იმედზე ვიყოთ. იმედია სუარესი გამოანათებს ამდენი ბნელი მატჩის მერე.
ურთულესი თამაში გველის
Xoda ratom unda davargviot tradicia?:)
Dzaan rtuli tamashi gvelis
verc moigeben verasdos
იმედი მაქვს, რომ კარგად ითამაშებენ ბიჭები და თავიანთ ფეხბურთს მოახვევენ თავს.
ეგ რა თქმა უნდა კარგია რომ ვალენსიას ჩვენი დამარცხება უჭირს თავის სტადიონზეც კი მაგრამ ეგ მოდუნების საბაბს არ გვაძლევს ეხლა ვალენსია ბევრად მონდომებულია და ბოლომდე იბრძოლებს 3 ქულისთვის.