“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა “იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით, განსაკუთრებით დაცვაში, კმაყოფილია.
“იმას თუ გავითვალისწინებთ, რა შეუძლია “იუვენტუსს”, ჩვენ მათ ძალიან ცოტა სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. მატჩი ჩვენთვის საკმაოდ რთულ სტადიონზე გაიმართა და გასაგებია, რომ გატანის შანსი ბევრჯერ არ გვქონდა. საერთო ჯამში კი საკმაოდ შეკრული და მყარი გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ.”
ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რაც ბევრს გაუკვირდა. ბუსკეტსი კი მის ამ გადაწყვეტილებას უცნაურად საერთოდ არ მიიჩნევს. პირიქით:
“მწვრთნელმა ყოველთვის უკეთ იცის, რა არის გუნდისთვის საჭირო. თუ მან ეს მოქმედება საჭიროდ ჩათვალა, ე. ი. ასე იყო უკეთესი.”




კაი თამაში იყო მზინც
კანტეე? :DDDD ბაზარი არ არის, თავის პოზიციაზე კარგია, მაგრამ ბუსკეტსთან შედარება, სულ მცირე, არასწორია.