“ბარსელონა” მზადაა “სევილიას” მთავარ მწვრთნელს, ედუარდო ბერიცოს ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 48 წლის სპეციალისტს სიმსივნე აქვს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის გუნდის გაწვრთნას მომავალში.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა დამირეკა და კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბის გამოცდილების გამოყენება შემომთავაზა. ვფქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ამ ინფორმაციას გავავრცელებ.” – აცხადებს “სევილიას” პრეზიდენტი, ხოსე კასტრო.
ერიკ აბიდალისა და ტიტო ვილანოვას შემთხვევების გათვალისწინებით, “ბარსელონას” სამედიცინო შტაბს სიმსივნესთან ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად აქვს.




ცოდოა ეს მწვრთნელი, მშვენიერი გადაწყვეტილებაა!
სალამი სასტავს ახალი ვარ შემოგევლეთ <3
ძალზედ მიმასალმებელია ბარსელონას ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი ადამიანური თვალსაზრისით
ნამდვილად დასაფასებელი საქციელია.
მისასალმებელი საქციელია
ნუ ეს რათქმაუნდა ადამიანნური თვალსაზრისით ძალიან დასაფასებელი საქციელია. ბართომეუ გუნდისთვის არ ვარგა თორე მისი შეთავაზებული დახმარებით ბერისო თუ გამოჯანმრთელდება მაგას რა ჯობია.
როგორც იქნა ბართიშაში გამოჩნდა დადებითიც჻)
ძალიან კარგია ასეთ რამეს თუ გააკეთებენ და ხელს შეუწყობენ ამ ადამიანს რომ გააგრძელოს თავისი საქმე ყოჩაღ ბართუშ ერთი კარგი რამე მაინც გააკეთა ამ კაცმა