workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ვენგერი: “ბარსელონას” იოზილის შეძენა არ უცდია

ვენგერი: “ბარსელონას” იოზილის შეძენა არ უცდია

გასულ ზაფხულს “ბარსელონა” თითქმის მთლიანად ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე იყო გადართული, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ლივერპული” თავის ლიდერს არ გაყიდიდა, ამიტომ, კატალონიელებს ბრაზილიელის ალტერნატივის ძიება მოუხდათ. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის შეძენას ცდილობდა და გარკვეული თანხებიც კი სახელდებოდა, მაგრამ, როგორც ახლახანს “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, გერმანელთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკება არ შემდგარა.

იოზილს კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ ეწურება, თუმცა “ბარსელონას” მისი შეძენა იანვარშიც შეუძლია, რადგან “არსენალი” ევროპა ლიგაზე თამაშობს და კატალონიელებს 29 წლის გერმანელის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გამოყენების უფლებაც ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Magician
    schedule 19 ნოე 2017, 22:22
    #2

    არც უნდა ეცადოს :დ

  • zuriafcb
    schedule 19 ნოე 2017, 16:18
    #1

    არ მევასება ეს როჟა.ყოფილი მადრიდელი. შენელებული კადრია.