ლა ლიგის მე-12 ტურში “ბარსელონამ” “ბუტარკეზე” მადრიდული “ლეგანესი” დაამარცხა. ეს განსაკუთრებული შედეგია ანდრეს ინიესტასთვის, რომლისთვისაც აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ლა ლიგაში მე-300 იყო.
ამ შედეგის მისაღწევად 33 წლის ნახევარმცველს 15 წელი დასჭირდა – პირველი გამარჯვება მან 2002 წელს, “მალიორკას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4-0) მოიპოვა.
ინიესტაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს. ესენი არიან: იკერ კასილასი (334), ანდონი სუბისარეტა (333), რაული (327), ჩავი ერნანდესი (322) და მანოლო სანჩისი (312).




Welsh erti 12-13 life miamatebs. Momaval welsac erti 23 tamashi moigos da pirvelze gadava
ამ სეზონში შეიძლება ჩავისაც გადაასწროს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება.