მადრიდის “რეალის” ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, ისეთივე დონისაა, როგორიც “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი.
მის მიერ არჩეული ადამიანი არ არის რომელიმე ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავი, ან ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. არც მეტი, არც ნაკლები, ეს “პარი სენ-ჟერმენის” ვინგერი, ჰატემ ბენ არფაა.
“ნამდვილად არ ვხუმრობ. ბენ არფას ზუსტად ისეთივე ტალანტი აქვს, როგორც მესის. გული შემტკივა მის ამჟამინდელ სიტუაციაზე პსჟ-ში” – აცხადებს ბენზემა.
ბენ არფა თავის დროზე ნამდვილად იყო ისეთი მოთამაშე, რომელსაც, შეიძლებოდა, ბევრად უკეთესი კარიერა ჰქონოდა. მისი კარიერა “ლიონში” დაიწყო, ამის შემდეგ თამაშობდა “მარსელში”, “ნიუკასლში”, სადაც სახელი გაითქვა, როგორც საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ახალგაზრდამ. 2015 წელს ის “ნიცას” წევრი გახდა, ერთ წლის შემდეგ კი პსჟ-ში გადავიდა. პარიზში მისი კარიერა საკმაოდ აირია და გასულ სეზონში მან გუნდის რიგებში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, წელს კი, ხშირად განაცხადში მოხვედრაც უჭირს.




უტოპიურია ასეთი შედარება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბენზემას აზრია, არა უბრალოდ სულელური შედარებაა, რადგამ მსოფლიოში რამოდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელია და ყველას აქვს უფლება რომ სანიმუშო გახდეს, მთავარი ის არის, რომ ბენზემას და ალბათ სხვებსაც ავიწყდებათ ის მომენტი, რომ მესი არა მხოლოდ ნიჭით და ტალანტით არის დაჯილდოვებული, არამედ მონდომებულია და მხოლოდ ბურთის თამაშზეა კონცენტრირებული. იქნებ ვინმემ დამისახელოს ფეხბურთის ისტორიაში მოთამაშე, რომელიც 12 წელზე მეტი უთამაშია და აქედან 10 წელი სათამაშო პიკზე იმყოფებოდა. ჩვენ მესისმ მიგვაჩვია იმას, რომ ამდენი წელია მისი თამაშით სიამოვნებას ვიღებთ და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება ეს სიამოვნება და გვავიწყდება რომ 12 წელი გავიდა უკვე. არ არსებობს სხვა ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი გაუკეთებია. მარტო ნიჭით შედარება არ არის საკმარისი, თორემ ყველა დამეთანხმებით, რომ ქინქლაძე ნიჭის უკმარისობას არ უჩიოდა, მაგრამ უმაღლეს ფორმაში 2-3 წელზე მეტი ვერ გაქაჩა
მართალს ამბობს ბენ არფა შეასაძლებელი იყო რო მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო, ტიპს არამქვეყნიური ტექნიკა ჰქონდა სასაწაული ტექნიკა და სწორად რო განვითარებულიყო და არ ეზარმაცა ვინ იცის ახლა რა დონეზე იქნებოდა