არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო ბატისტამ გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით გუშინ ლეო მესიმ კრიშტიანუ რონალდუზე უკეთ ითამაშა. მოგეხსენებათ არგენტინელებმა 2–1 იმარჯვეს. ამ მატჩში მესიმ საგოლე პასისა და გოლის გატანა მოახერხა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში:
” ამ მატჩში მე დავაკვირდი მესისა და რონალდუს თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ მესიმ უკეთესად ითამაშა, ვიდრე რონალდუმ. იგი ბურთს ისე კარგად ფლობდა, როგორც ამას “ბარსელონაში” აკეთებს. უნდა აღვნიშნო, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, ძალიან ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და მოხარული ვარ, რომ მატჩი საინტერესო გამოდგა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ვფიქრობ ეს კარგი შედეგია,” დაასრულა ბატისტამ.
ცნობისთვის ბატისტამ ნაკრების მწვრთნელის პოსტსზე, დიეგო მარადონა შეცვალა, რომელსაც არ ჰქონდა კარგი შედეგები.



