მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძირითადი გუნდის ოთხი წევრი “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს

ძირითადი გუნდის ოთხი წევრი “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს

როგორც იცით, სანაკრებო პაუზის გამო “ბარსელონას” ფეხბურთელთა უმეტესობა, კერძოდ კი 14 ფეხბურთელი, სხვადასხვა ქვეყანაშია თავიანთ ეროვნულ გუნდებთან ერთად შეხვედრების ჩასატარებლად.

ძირითადი გუნდის წევრებიდან ბარსელონაში ტრავმირებული მოთამაშეების გარდა ამჟამად მხოლოდ პაკო ალკასერი, ჟერარ დეულოფეუ, დენის სუარესი და ალეიშ ვიდალი არიან. აღსანიშნავია, რომ ვიდალი ახალი გამოჯანმრთელებულია და მოედანზე გასვლის უფლება ჯერ არ მიუღია, თუმცა ის თითქმის სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე მათ მცირე რაოდენობის გამო “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეც გაგრძელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 07 ნოე 2017, 18:44

    უნდა იმარჯიშონ.დეულოფეუ. დენისმა და პაკომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვეს ბოლო მატჩებში