“სევილიასთან” მატჩის შემდეგ “ბარსელონასთვის” და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში სანაკრებო პაუზა დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ფეხბურთელები თავიანთი ეროვნული გუნდების მაისურით ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ, ივან რაკიტიჩი კი ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაასრულებს გამოსვლას.
პაუზის შემდეგ კი “ბარსას” საკმაოდ რთული კალემდარი ელოდება: 18 ნოემბერს გუნდი “ლეგანესს” დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაშია, 4 დღის შემდეგ იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩი ტურინში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ, კიდევ 4 დღეში კი “ვალენსიასთან” შეხვედრა, თანაც გასვლაზე. ნოემბერში გაიმართება ასევე ესპანეთის თასის განმეორებითი შეხვედრა “მურსიას” წინააღმდეგ, “კამპ ნოუზე”. შეგახსენებთ, რომ “ბარსა” ლა ლიგას და ჩემპონთა ლიგის D ჯგუფს საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს, თასის პირველი მატჩი კი 3:0 აქვს მოგებული.



ლიჟბი არ გატეხონ
ახლა საკმაოდ დიდი დროა დასვენებისთვის… და ეგ სამი თამაში უნდა მოიგონ … ვალენსიასთან კი გაჭირდება მარა უნდა მოიგონ….. ჯუვესთან ფრეც არიქნება დიდი ტრაგედია არაუშავსს.. ლეგანეს უნდა მოუგონ
ლეგანიესი და ვალენსია მესმის აი იუვენტუსთან თავი რატომ უნდა მოიკლან ?! :)))))))
არაფერი არაა ამაში რთული
ლეგანესს მოვუგებთ
იუვეს თავს არ შევაკლავთ და წაგებაც არიქნება ტრაგედია ჯობს ვალენსიასთვის შევინახოთ ძალები
და მურსია ვაბშე ნიპრიჩომ სირთულესთან
ვალენსიასი მეშინია არაფერს დათმობენ სახლში თან მანამდე იუვეს ეთამაშებიან და ცოტა ენერიაც ექნებათ დახარჯული… რავიცი
"იუვენტუსთან" ფრეც მისაღები იქნება. "ლეგანიესთან" და "ვალენსიასთან" ბრძოლა წავა სერიოზული.
ვალენსია მაფიქრებს ცოტა და იუვე (გადამწყვეტი არაა) . ვალენსიას თუ მოვგუგეთ დიდი ნაბიჯი გადადგმულია სეზონის ნახევრის დამაჯერებლად პირველ ადგილზე დასრულების