“სევილიასთან” მატჩი განსაკუთრებული გამოდგა “ბარსელონას” სათადარიგო ფორვარდის, პაკო ალკასერისთვის, რომელმაც შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და დუბლის შესრულება მოახერხა.
მიუხედავად ამისა, ერნესტო ვალვერდემ ალკასერი თამაშის დასრულებამდე თითქმის ნახევარი საათით ადრე შეცვალა, რამაც გულშემატკივართა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გამო, რომ ფეხბურთელს კიდევ შეეძლო შეექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი. თავად ვალვერდე ამ ცვლილებას ასე ხსნის:
“პაკოს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. მან ბევრი იშრომა და ვატყობდი, რომ საკმაოდ დაღლილი იყო, ასე რომ, მას დასვენების საშუალება მივეცი და მოედნიდან გავიყვანე.” – აცხადებს “ბარსას” მთავარი მწვრთნელი.



ვალვერდემ იცის ვინაა გასაყვანი და ვინ შემოსაყვანი
შეიძლება, მართალია ვალვერდე. დიდი ხნის უთამაშებელი ფეხბურთელისგან 90 წუთი სირბილი რთულია. თან 4-3-3 ტაქტიკა არ იყო. ეს იყო 4-2-2, სადაც ალკასერის ასრულებდა ნახევარმცველის როლს, რათა საქმე შეემსუბუქებინა თანაგუნდელებისთვის.
პაკომ თუ ეგრე გააგრძელა მისცემს ალბათ მეტ სათამაშო დროს მითუმეტეს სუარესი საოპერაციოა
ვალომ უკეთ იცის ვინა გასაყვანი და ვინ არა
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ, პაკო უკეთ ითამაშებს სუარესზე ამ ფორმიდან გამომდინარე როგორშიც სუარესია მე რა მიკვირს იცით 30 წლისაა ჯერ და არ უნდა იყოს წესით ასეთ საშინელ ფორმაში. ამას იმიტო არ ვწერ ეხლა რო გუშინ პაკომ 2 გოლი გაიტანა დემბელეს დაბრუნების მერე პაკო ფორვარდად და სუარეს გაუკეთონ რა ოპერაცია აბა ესე ვერაფერს შვება ტიპი…