მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MARCA ვალვერდეს ტყუილში ადანაშაულებს

MARCA ვალვერდეს ტყუილში ადანაშაულებს

Marca იტყობინება, რომ “ბარსელონას” განაპირა მცველი, ალეიშ ვიდალი სრულიად ჯანმრთელია და ერნესტო ვალვერდე მის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, ვალვერდემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიდალი “სევილიასთან” მატჩს ტერფის პრობლემის გამო გამოტოვებდა: “ვიდალს წინა სეზონში მიღებული დაზიანება აწუხებს. მან ექიმებთან კონსულტაცია გაიარა და ვფიქრობ, მალე ალეიში ვარჯიშს გააგრძელებს.”

თუმცა, მადრიდული გამოცემა (თავის წყაროებზე დაყრდნობით) ვარაუდობს, რომ რეალურად, ვიდალის არყოფნა მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, ფეხბურთელი კი სრულ მზადყოფნაშია. “ტყუილის” მიზეზს Marca ვერ ასახელებს.

ბოლოს ფეხბურთელი მოედანზე 1 ოქტომბერს, “ლას პალმასის” წინააღმდეგ გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში 28 წლის ვიდალმა “ბარსას” მაისურით პრიმერაში 5 შეხვედრა ჩაატარა.

დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების მიზნით ვიდალი, ორი წლის წინ, “სევილიადან” გადმოვიდა, მაგრამ ყველაზე ხშირად აღნიშნულ პოზიციას სერჟი რობერტო იკავებს, რომელიც მოცემულ მომენტში, ლაზარეთშია.

არაერთხელ დაიწერა, რომ ვიდალი მალე “ბარსელონას” დატოვებს, მაგრამ ეს ინფორმაცია რეალური ქმედებებით არცერთხელ არ დადასტურებულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 06 ნოე 2017, 18:29

    ვიდალი ძალიან კარგი სათადარიგოა და იმსახურებს თამაშს.სემედუ ძირითადის იგროკია და ვიდალი სკამზე უნდა ვათამაშოთ.რობერტო კი ნახ.დაცვაში

  • Sergi roberto20 10
    schedule 05 ნოე 2017, 20:08

    Ra chemi y*e unda am marcas
    Romc ar iyos tramvirebuli vinchemi fexebi ekitxeba

  • Don_Andresito
    schedule 05 ნოე 2017, 15:55

    ენრიკე იყო არ ათამაშებდა, ესაა და ეგრევე ეგ აითვალწუნა. ესეიგი რაღაცაშIა საქმე და ეგ ვიდალი ჩათლახია და სიტუაციის არევას ცდილობს. ამიტო უშვებენ ნაჰუიზე. ვითომ კაი ტიპია მარა მაშIნ რატო აქვს სულ პრობლემა