წარმოგიდგენთ “ბარსელონა” – “სევილიას” მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, აღნიშნულ გუნდთა უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.
სავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

“ბარსელონა” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია (9 მოგება, 1 ფრე). კატალონიელებმა შიდა ჩემპიონატში გამართულ უკანასკნელ 17 შეხვედრაში გაიმარჯვეს.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “სევილიას” წინააღმდეგ გამართული ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 11 მოიგეს, 1 კი ფრედ დასრულდა. ბოლო 3 შეხვედრაში “ბლაუგრანამ” კარი მშრალად შეინახა.
მეორე ადგილზე მყოფ “ვალენსიას” ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი 4 ქულით უსწრებს, ხოლო “რეალს” – 8. გუნდი საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას არ აძლევს.
დღეს “ბლაუგრანას” პოზიციის გამყარების შანსი, გუნდის ლიდერ, ლიონელ მესის კი “ოქროს ბუცის” რეიტინგში დაწინაურების საშუალება მიეცემა. არგენტინელი დღევანდელ მატჩს ამაღლებულ განწყობაზე შეხვდება, რადგან ის თავის მე-600 შეხვედრას ჩაატარებს კატალონიური კლუბის რიგებში.
“სევილიას” მიზანი, რა თქმა უნდა, ოთხეულში მოხვედრაა. მე-4 ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” ანდალუსიელები 1 ქულით ჩამორჩებიან და “კამპ ნოუზე” მინიმუმ ქულის მოპოვების შემთხვევაში, ისინი მადრიდელებს სიტუაციას გაურთულებენ.
![„ბარსელონა“ – „სევილია“ [პრევიუ]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)



swrafi sesxebi <3 <3
მე ასეთი სასტარტო თერთმეტეული მინდა:
ტერ შტეგენი
სემედუ მასკერანო უმტიტი ალბა
რაკიტიჩი ბუსკეცი
დეულოფეუ მესი დენისი
სუარესი.
Midi barsa
Me aseti shemadgenloba minda
Ter stegen
Semedo. Pique. Umtiti. Alba
Paulinho. Busquets. Denis
Messi. Suarez. Deulofeu