დეკო, რომელიც ამჟამად აღდგენითი პროცესის ბოლო სტადიაზე იმყოფება, დაეთანხმა თავისი თანაგუნდელების იმ მოსაზრებას, რომ გუნდმა გასვლაზე თამაში აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. იგი ამბობს: “ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენგვსურს ჩემპიონატის მოგება, აუცილებელია გასვლაზე ქულების მოპოვება”.
პორტუგალიელი ნახევარმცველი გუნდს 20 დეკემბერს გამოაკლდა მარცხენა ფეხის ტრამვის გამო და მას შემდეგ მან “ბარსელონას” 7 თამაშში ვერ მიიღო მონაწილეობა. “ბარსას” დეკო ძალზე დააკლდა, მან ხომ ტრავმა ზუსტად იმ დროს მიიღო, როდესაც შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებდა. მას შემდეგ დეკო ბევრს ვარჯიშობს, რათა ძველ კონდიციებს მიაღწიოს. პორტუგალიელის სრულ გამოჯანმრთელებამდე კლუბის ოფიციალურმა საიტმა მისგან ინტერვიუ აიღო, სადაც დეკო მის აღდგენით პროცესზე და კლუბის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
-რა ხდება თქვენს ტრავმასთან დაკავშირებით?
-ამჟამად მე ვვარჯიშობ ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ. ვვარჯიშობ სპორტდარბაზში და მოედანზე. მე უკვე გამოჯანმრთელების ბოლო სტადიაზე ვარ.
-გავიდა უკვე ერთი თქვე მას შემდეგ, რაც თქვენ ტრავმა მიიღეთ. ტრამვის მიღებამდე თქვენ შესანიშნავ ფორმაში იყავით, იყო თუ არა ეს თქვენი საუკეთესო ფორმა მას შემდეგ, რაც თქვენ “ბარსელონაში” მოხვედით?
-მე მქონდა კარგი წინასასეზონო მომზადება. მე ვთამაშობდი კარგად და ვგრძნობდი, რომ ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფები. ახლა მე მმართებს ბოლომდე გამოჯანმრთელება და მაღალ დონეზე თამაში.
-როგორ ფიქრობთ, იმ დონეზე თამაში გაგიჭირდებათ, თუ ასეთი ტრამვის გადატანა იოლია?
-ეს არცთუ იოლი ტრავმაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ და სირთულეებიც არ გვხვდება. შემდეგ მე მომიწევს ფორმის აღსადგენად ბევრი ვარჯიში.
-ასეთ სიტუაციაში თქვენ პიროვნულადაც იცვლებით, თუ თქენი გამოცდილება გაძლევთ საშუალებას საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ?
-მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, მაინც ვთვლი, რომ ეს რთული სიტუაციაა. როდესაც იცი, რომ შენი გუნდი იბრძვის, მუშაობს, როდესაც იცი, რომ მიმდინარეობს თამაშები და გუნდში შენს გარდა კიდევ რამდენიმე ტრამვირებულია, ყველაფერი უფრო რთულდება. ჩემი გამოცდილება მაძლევს მხოლოდ დიდ მოთმინების უნარს, მაგრამ ფეხბურთელს ყოველთვის სურს თამაში”.
-როგორი ხართ, როდესაც უყურებთ თამაშებს ტელევიზორში?
-როგორც ყველა, მეც გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს. როდესაც ბრაზილიაში ვარ, მე უფრო ემოციური ვხდები, ეს ხომ ჩემი სახლია. სტადიონზე მე უფრო მიჭირს. მე მოდუნებული ვარ როდესაც ვიგებთ, მაგრამ ვნერვიულობ, როდესაც ვაგებთ.
-როგორ გამოიყურებოდა გუნდი ამ ერთი თვის განმავლობაში?
-ჩვენი მთავარი პრობლემა არის გასვლითი თამაშები. ჩვენ უდნა გავიგოთ, რომ მოწინააღმდეგე საკუთარ მოედანზე განსხვავებულად თამაშობს – ისინი უფრო აგრესიულები ხდებიან. მაგრამ როდესაც ისინი “ნოუ კამპზე” მოდიან, ისინი ამას უკვე ვეღარ აკეთებენ. როდესაც ისინი თამაშობენ სახლში, ისინი უფრო გაბედულები არიან, მათ არ ერიდებათ შეტევის, ამიტომ ჩვენ ამ მატჩებს უფრო.
–რა უნდა ქნათ, რომ მოწინააღმდეგეს “ბარსასი” საკუთარ მოედანზეც ეშინოდეს?
–უნდა ვიმუშავოთ მათზე მეტი. ჩვენ მორალურად მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რაც შეიძლება წინ შეგვხვდეს.
–როგორც წესი, როდესაც გუნდს თამაში არ მიდის, ხალხი ამას ტრამვირებული ფეხბურთელების არყოფნას აბრალებს. ზოგიერთი ახლაც ამბობს, რომ ეტო‘ოს და დეკოს გარეშე გუნდს აგრესიულობა აკლია. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
–როდესაც გუნდი აგებს, შენ ყოველთვის ეძებ მიზეზს. ხალხი ლაპარაკობს მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდს აკლია, ეს ნორმალურია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ცუდია ტრამვირებული ფეხბურთელები, რადგან ამითი მწვრთნელს შესაძლებლობები ეზღუდება, მაგრამ პრობლემა ამაში არ არის. ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს.
–თქვენ გაკვირვებული დარჩით როდესაც რაიკაარდს აკრიტიკებდნენ?
–მე ვთვლი, რომ ეს არასწორია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს ნორმალურია. როდესაც ჩვენ ორ ან სამ კარგ თამაშს ჩავატარებთ, ხალხი ჩვენზე კარგად ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ჩვენ წავაგებთ, ეს ნიშნავს, რომ კრიზისში ვართ და ყველა წამყვან ფეხბურთელს აკრიტიკებენ. ეს არ არის გამოსავალი, ეს მხოლოდ ართულებს მუშაობას. ჩვენ ვიცით რა გვინდა და ვმუშაობთ მიზნის მისაღწევად. მაგრამ კრიტიკა ნორმალურია, განსაკუთრებით თჲ გავითვალისწინებთ, რამდენი ხანი არის რაიკაარდი “ბარსელონას” მწვრთნელი.
–ერთ–ერთი მთავარი თემა არის რონალდინიო – სახლში მას გააქვს ორი გოლი და სჩანს, თითქოს ყველაფერიდალაგდება, მაგრამ შემდეგ მატჩი “ბარსელონა” “ხეტაფესთან” აგებს და იგი თამაშს სათადარიგოთა სკამზე ამთავრებს. შეძლებს ფეხბურთელი თავისი თავის ასეთი სიტუაციიდან იზოლირებას?
–ეს რთულია. მაგრამ გეტყვით, რომ მე საკითხს ასე არ ვუდგები. ჩვენ ვიცით რასაც აკეთებს პრესა, დღეს შენ პირველი ხარ, მაგრამ ხვალ შენ უკვე ფორმაში აღარ ხარ. ასე ხდება ყოველთვის.
–ხომ არ გეჩვენებათ, რომ ბოლო დროს ხალხი ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ხდება ფეხბურთის გარშემო და არა უშუალოდ ფეხბურთზე?
–მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და არა ჟურნალისტი. მართალია, რომ დღეს რადიოში და ტელევიზიაში ბევრი გადაცემა არის ფეხბურთზე მიძღვნილი, მაგრამ როგორც ასეთი ფეხბურთს იქ არ განიხილავენ. ხალხი არ ლაპარაკობს ფეხბურთელის მოძრაობაზე, გოლებზე, ფეხბურთელებზე, ისინი განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლების განხილვის მიზეზსაც მე ვერ ვხვდები, ვერ ვხვდები რა არის ამაში ასეთი საინტერესო.
–როგორ ფიქრობთ, “ბარსას” შეუძლია ორი წლის წინანდელი მიღწევის გამეორება?
–ჩვენ კარგად ვთამაშობთ სახლში, მაგრამ უნდა მოვუმატოთ გასვლით თამაშებში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გვსურს ჩემპინატის მოგება, აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ ქულები გასვლაზე.
–მე ვფიქრობ, რომ თქვენ კიდევ დიდხანს ითამაშებთ ფეხბურთს, მაგრამ ოდესღაც დადგება მომენტი, როდესაც ვინმე გახდება თქვენი შემცვლელი. “ბარსელონაში” ირიცხება მაზინიოს შვილი, ტიაგო ალკანტარა, რომელიც 16 წლის ასაკში უკვე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მან უკვე მოასწრო პირველ გუნდში ესპანეთის თასზე თამაშიც. ტიაგო ძალზე გგავთ თქვენ თამაშის მანერით. როგორ ფიქრობთ, გახდება იგი ოდესმე ახალი დეკო?
–მე ვფიქრობ კი. მას აქვს ყველა თვისება და მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, მას აქვს ქარიზმა და კლასი. მამამისი დიდებული ფეხბურთელი იყო, იგი მე ძალზე მომწონდა. ბავშვობაში მე ვუყურებდი მის თამაშებს ბრზილიის ნაკრებში და “სელტაში“. ტიაგოს აქვს დიადი ფეხბურთელის სისხლი. მე ვთვლი, რომ მას აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს წარმატებას. ჩემთან შედარებით იგი ძალზე ახალგაზრდა არის და მე ჯერ კიდევ მაქვს წინ რამდენიმე წელი“.
წყარო: www.barcamania.ru