workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”შესაძლოა, ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე”

მესი: ”შესაძლოა, ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე”

– შემიძლია თუ არა, რომ კიდევ განვვითარდე? საკუთარ თავს ეკითხევა 23 წლის არგენტინელი. – ამაზე ვმუშაობ. თუმცა, შესაძლოა მე უკვე მივაღწიე ჩემს მაქსიმუმს და დროთა განმავლობაში ჩემი თამაშის ხარისხი შემცირდეს.

ხუმრობთ?

– არა, სერიოზულად ვამბობ. რა თმქა უნდა, ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ ვინ იცის, რა იქნება მომავალში?

უამრავი ადამიანია ”ბარსელონას” თამაშით აღფრთოვანებული. თვლით თუ არა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კლუბის ისტორიაში საუკეთესოა?

– რთული შეკითხვაა. 2005 წლის ”ბარსა”, რომლის ლიდერიც რონალდინიო იყო, ასევე ძალიან ძლიერი გახლდათ და ვთვლი, რომ ამჟამინდელს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჩვენი კოზირია გამოცდილება გამარჯვებებში. რა თქმა უნდა, ხალხზე შთაბეჭდილებას ახდენს თამაშის სტილი, რომელიც ორიენტირებულია ბურთის კონტროლსა და თავდასხმაზე.

თუ ვიტყვი, რომ ”ბარსას” ძლიერი მხარე მისი დაცვაა, გაგეცინებათ?

– არა. იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ ნამდვილად კარგად ვიცავთ თავს. ყველამ კარგად იცის თავის მანევრი და არ ავიწყდებათ დაცვაში თამაში. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამიტომ ვთამაშობთ წინა ხაზეე ისე, როგორც მოგვესურვება.

როდესაც უყურებ ”ბარსელონას” თამაშს, ყველაფერი ისე მარტივი გეჩვენება…

– ეს მცდარი შეხედულებაა. ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს პასი თვალ დახუჭულებმა მივცეთ. სინამდვილეში ჩვენი თამაში ეყრდნობა უკიდურეს კონცენტრაციას და მაღალ დისციპლინას. უბრალოდ, ფეხბურთელების უმეტესობა ბავშვობიდან თამაშობენ ერთად. ჩვენ ერთი და იგივე პრინციპებით აღგვზარდეს, ერთნაირი ფილოსოფიით. სწორედ ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ყველაფერი მარტივად გამოგვდის. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ახლებს უჭირთ ჩვენს გუნდში ჩართვა.

არის თუ არა ხავიერ მასკერანო ამის ნათელი მაგალითი?

– დიახ. თავდაპირველად მას შეექმნა პრობლემები, რადგან ვერ შეეწყო ასეთ ფეხბურთს. ხავიერს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა. ახლა ის გაცილებით კარგად თამაშობს.

თუ გავითვალისწინებთ ”რეალის” თამაშის სტილს, გადახვიდოდით თუ არა ოდესმე მადრიდში?

– არასდროს მიმიღია მსგავსი შემოთავაზება და არ მინდა, რომ ოდესმე მივიღო. თუმცა, მივიჩნევ, რომ ”რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია.

მოგწონთ ”რეალის” თამაში?

– ”სამეფრო კლუბის” სტილი განსხვავდება ”ბარსელონას” სტილისგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ცუდად ვისაუბროთ. მადრიდელებს თავისი კოზირი აქვთ, ისეთი არა როგორიც ჩვენ. აი ასე. ფეხბურთში არსებობს ერთზე მეტი გზა.

თუ ”ბარსელონა” ასეთ თამაშს გააგრძელებს ბოლომდე, მოიგებს თუ არა ყველა თასს მიმდინარე სეზონში?

– ძალიან მინდა! თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. გახსოვთ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური შეხვედრა ”ინტერთან”? მე კი. ესპანეთის ჩემპიონატშიც ასეთი სიტუაციაა. ”რეალს” კვლავ აქვს პრეტენზია ოქროს მედალზე და ბრძოლა გაგრძელდება ბოლო ტურამდე.

თემა შევცვალოთ. ბედნიერი ბავშვობა გქონდათ?

– არც ისე. არგენტინაში კი. იქ მე ვიყავი ბედნიერი, უდარდელი ბავშვი, რომელიც ცხოვრობდა თავის მშობლებთან ერთად. მაგრამ, როდესაც გადმოვედი ესპანეთში, ”ბარსელონას” სკოლაში, ყველაფერი შეიცვალა. გზა არ იყო ვარდებით მოფენილი, თუმცა ამაზე წუწუნი არ ღირს. აკადემიაში ყველანი ერთნაირ პირობებში ვიყავით და ვცხოვრობდით ოჯახების გარეშე. როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვთვლი, რომ ყველაფერი სწორედ გავაკეთე და არაფერს არ ვნანობ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ცუდი შედეგები გქონდათ?

– ყველაფერი ასე არაა. როდესაც ვსწავლობდი არგენტინაში, მეშვიდე კლასამდე, კარგი ნიშნები მქონდა. ხოლო, როცა ესპანეთში გადავედი, სწავლა თანდათან მეორე ადგილზე გადავიდა. სპორტის გარდა არცერთი საგანი არ მაინტერესებდა. ”ბარსელონას” აკადემიის მოსწავლეებში ასე ხდებოდა. პირველ რიგში ჩვენ ფეხბურთის თამაშს ვსწავლობდით.

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– როცა არ ვთამაშობ და არ ვვარჯოშობ, როგორც წესი სახლში ვარ. სახლში დაბრუნებისას მოვკალათდები დივანზე და ვაწყობ სიესტას. ”ბარსელონას” მეგობრებთან, გაბი მილიტოსთან, მასკერანოსა და ხოსე პინტოსთან ერთად ხანდახან ბარბი-ქიუს ვაწყობთ.

როგორ კერძებს ანიჭებთ უპირატესობას?

– მიყვარს უბრალო საჭმელები. პასტა, პიცა, ხორცი შემწვარ კარტოფილთან ერთად.

ალბათ ცნობილ არგენტინულ ღვინოებს სვავთ.

– ო, არა! ძალიან იშვიათად ვიღებ ალკოჰოლს. ხანდახან შეიძლება დავლიო ვერმუტი (დასპირტული ღვინო) ან ლუდი.

მდიდარ ადამიანად გრძნობთ თავს?

– არ მიყვარს ფულზე საუბარი. ვიცი, რომ ბევრს გამოვიმუშავებ, მაგრამ არ ვამოწმებ ჩემს საბანკო ანგარიშებს ყოველდღიურად. ჩემს ფინანსებს განაგებენ მამაჩემი და ჩემი ადვოკატი. მე ვამჯობინებ ფეხბურთის თამაშს. გოლების გატანა – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.

მილიონებმა ძალიან შეგცვალეს?

– არა. ყველაფერი ბუნებაზეა დამოკიდებული. ფული გმატებს თავდაჯერებულობას. ეს სიმართლეა. განიჭებს უფრო მეტ თავისუფლებას. შეიძლება, ძალაუფლებასაც კი. მაგრამ, მე ამისკენ არ ვილტვი. ასეთ საკითხებს ნორმალურად ვუდგები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward