როგორც იცით, ხვალ “ბარსელონა” ესპანეთის თასზე “მურსიას” დაუპირისპირდება.
ამ გუნდებს შორის 42 შეხვედრა გაიმართა და აქედან 30 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
უკანასკნელი მატჩი, რომელშიც “მურსიამ” “ბარსას” დამარცხება მოახერხა, 1988-89 წლების სეზონში გაიმართა და მაშინ მურსიელებმა 2-0 იმარჯვეს. შეხვედრაში გოლები მიგელ სანჩესმა და იბეასმა გაიტანეს. საინტერესოა, რომ ამ თამაშში “მურსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო ერნესტო ვალვერდე, “ბარსას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და მან 29 წლის წინ “ბლაუგრანას” დამარცხებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.
ურთიერთშეხვედრებიდან 6 შემთხვევაში “ბარსელონა” და “მურსია” ერთმანეთს სწორედ ესპანეთის თასზე დაუპირისპირდნენ და კატალონიელებმა ყველა მათგანში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.




მურსიას ბურთს თავზე ჩამოვადღლიზავთ.
Amastan tu ver moviget da arvici