ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში, “ბარსელონა” “მალაგას” დაუპირისპირდა. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 2:0 გაიმარჯვა. წარმოგიდგენთ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.
● ჟერარ დეულოფეუმ ლუკა დინის გადაცემის შემდეგ “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
● “მალაგა” არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ინიესტას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 5 (4 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი).
● მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” 11-მა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა: მესიმ, სუარესმა, დენისმა, პაულინიომ, სერხიომ, პიკემ, რობერტომ, რაკიტიჩმა, დინმა, დეულოფეუმ და ინიესტამ.
● ინიესტასთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. ბოლოს მან 2016 წლის სექტემბერში “სელტიკის” კარი აიღო (7:0), ხოლო ლა ლიგაში ესპანელმა ბოლოს “ბერნაბეუზე” 2015 წლის ნოემბერში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ გუნდის კაპიტანს მე-5 ასისტი გაუკეთა.
● ჟერარ დეულოფეუსა და ანდრეს ინიესტამდე, ბოლოს “კამპ ნოუზე” “მალაგას” ტომას ვერმალენმა გაუტანა.
● ვალვერდეს “მალაგას” წინააღმდეგ უკვე 9 გამარჯვება აქვს. უნაი ემერისთან ერთად, ერნესტო არის მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ სძლია ანდალუსიურ კლუბს.
● სამუელ უმტიტიმ “მალაგას” წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 98 ზუსტი გადაცემა გააკეთა.
● “მალაგა” ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომლის კარიც ლუის სუარესს არ აუღია.
● მასკერანომ და უმტიტიმ ძირითად შემადგენლობაში მატჩი ერთად სამჯერ დაიწყეს (“ბეტისი”, “ჟირონა” და “მალაგა”).
● “ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ მე-17 საშინაო შეხვედრა მოიგო.
● მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემა 14-მა ფეხბურთელმა გააკეთა.
● “ბარსელონამ” 2017 წელს, ლა ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 101 გოლი გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას კატალონიური გრანდი 24 ოქტომბერს, “მურსიას” წინააღმდეგ გამართავს.




შემტევი უნდა იყიდოს ბარსამ.თორე ძალიან გაუჭირდება მასე დელუფას იმედზე ვერ იქნებაა გუნდი არაა ბარსელონას დონის და დიდ გუნდების დონის მოთამაშე და რა ვერ გაიგოო ეს ბარსელონამ ფეღბურთელი ვერ ვითარდება ერთ დონეზეაა დარჩენილი აუცულებელია კარგი შემტევის ყიდვა და არა დემბელესნაირი მოთამაშის ყიდვაა იმხელა ფასი რომ გადაიხადეს.
19
Egre ekutvnis liverpuls gadaaxies burti tavze marto saxelia darchenili
არ იცით რამდენისაა ვიტინიო?
წელს ვერ ითამაშებს საერთოდ ლიგაზე
Mainc viyidot, la ligashi xo gamogvadgeba:)))
საერთოდ ვერ ითამაშებს მაგრამ, მაინც კარგი იქნება ინიესტას მიეცემა დასვენების საშუალება და ლა ლიგაში იტამაშებს კოუ
Kii namdvilad, la ligashic da taszec xo mainc dagvexmareba, didi shvebaa, la ligas gavinagdent da mteli zalebit ligas mivacvebit xels..
საერთოდ ვერ ითამაშებს მაგრამ, მაინც კარგი იქნება ინიესტას მიეცემა დასვენების საშუალება და ლა ლიგაში იტამაშებს კოუ
Ra mainteresebs, zamtarshi koutinio ro viyidot, ligaze saertod vegar itamashebs chventan ertad tu marto im shemtxvevashi tu liverpool-i gveyoleba mocinaagmdeged?
ბიჭებო ვიტინიო რამდენი წლისაა იცით ვინმემ?
auu ramagrad miswprdeba liverpulis saswauli wageba 4-1 nametania. metis girseebi arian raga gunds shekravdnen kous fulit.es klopi magari mwvrtneliegonda da mtlad daqliavebuli yofila vnaxot erti saerto jamshi ra pozicias daikaveben .
კიდევ ერთი გოლი მინდა კლოპს მოძვრეს ის სათვალე
კოუტინიოს ფულით რა მაგარ სასტავს ააწყობდა ლივერპული, ახლა იბძოლონ ოთხეულისთვის ეგეც საეჭვოა, კლოპი მე ჭკვიანი მწვრთნელი მეგონა მარა ერთი უბრალო ნერვოზა ტიპია არამგონია დიდხანს დარჩეს ამ პოსტზე!!
რამდენჯერაც მასკერანო უმტიტის დუეტი იყო ძირითადში კარი იმდენჯერ მშრალად შევინახეთ ამას რატო არავინ აკვირდება.
,რა კარგი ბიჩია ალი მაგრად მომწონს