“ბარსელონას” ყოფილი მცველი, ადრიანო, რომელიც ამჟამად “ბეშიქთაშის” ღირსებას იცავს, არდა თურანის შესახებ საუბრობს.
“არდას “ბარსას” შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ნამდვილად შეუძლია. – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Diario AS.
“მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 6 თვიანმა დისკვალიფიკაციამ, რომლის შემდეგაც არდას ძველ ფორმაში დაბრუნება გაუჭირდა და რიტმიდან ამოვარდა.
არდამ რამდენჯერმე ტრავმაც მიიღო, რამაც მისი განვითარება შეაფერხა და ახლა მას რთული პერიოდი უდგას, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე ისევ გახდება ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც, არც თუ დიდი ხნის წინ, გულშემატკივარი სიამოვნებას იღებდა.
ბარსელონაში მსგავსი ტიპის პრობლემები მეც მქონდა, მაგრამ იქ გატარებული პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ” – აცხადებს ადრიანო.
შეგახსენებთ, რომ ადრიანო კორეია კლარო “ბარსელონას” შემადგენლობაში 2010-დან 2016 წლამდე გამოდიოდა და გუნდთან ერთად 16 ტიტული მოიგო.



5000 მომხმარებელია რეგისტრირებული საიტზე, თუ ზუსტად გაინტერესებს, უბრალოდ ახლა არაა ის პერიოდი როცა ყველა დაინტერესებულია აქ შემოსვლით. თამაშების დროს მოიმატებს აქტიურობა და სატრანსფერო ფანჯარა რომ გაიხსნება მითუმეტეს 🙂
შეიცვალა თუ არა დიზაინი მაშინვე იკლო ხალხმა :დ იმიტო რო დაახლოებით 5 დღე ავტორიზაციას ვერ გადიოდა ვერავინ, ვისაც ჩართული ქონდა დარჩენილი მარტო ისინი წერდნენ და ეგეთები ცოტა იყო, თან ისეთ ადგილზე არის ეგ ავტორიზაცია რო ზოგი მგონი ახლაც ვერ აგნებს :დდდ
აქ ვარ სულ
ადრიანო მაგრად მომწონდა.არდა გასაშვებია
ტრანსფერების დროს უფრო აქტიურია საიტი და როცა ბარსელონა თამაშობს ეხლაა ჩვეულებრივი ამბავია სულ ასე ხოლმეე
დიზაინის ცვლამ იცის
დიზაინის ცვლამ იცის