“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ფეხბურთელი, დუგლას პერეირა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “ბენფიკაში” თამაშობს, კატალონიურ გუნდში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
დუგლასი “ბარსას” წევრი 2014 წლიდანაა, თუმცა კლუბში მხოლოდ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული (2016-17 წლების სეზონი მან ასევე იჯარის წესით ხიხონის “სპორტინგში” გაატარა). მისი გამოსვლა დიდად შთამბეჭდავი არ ყოფილა და თავად ფეხბურთელი ამას იმ ფაქტს აბრალებს, რომ კრიტიკას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში “ბარსელონაში” გადასვლას არ ნანობს, რადგან, მისი თქმით, კატალონიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ყოფნისას ძალიან ბევრი რამ ისწავლა.
“როცა კრიტიკას ყურადღებას ვაქცევთ, ძველებურად შრომას ვეღარ ვახერხებთ და ყველაფერი ისე არ გამოგვდის, როგორც მანამდე. ასეთი შემთხვევები ხშირია და ეს ფეხბურთის ნაწილია, თუმცა შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონაში” ყოფნა და ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში, როგორებიც არიან ლიონელ მესი და ნეიმარი, ფასდაუდებელია” – აცხადებს 27 წლის ფეხბურთელი.
ეს გაყიდონ საბოლოოდ
Sasacilo raa icit.. ai chilem tu waago perum da kolumbiam pre tu itamashes.. da argentinam moigo mesameze gava 😀 dzaan gauamrtla.argentinas rom wesierad da stabilirad aravin tamashobda
ბიჭებო დემბელეზე რა ისმის?
11 იანვარს მგონი
madloba
11 იანვარს მგონი
oqros burtis dajildoeba rodis aris?
სწორად აღნიშნა რომ ვარჯიში იყო ფასდაუდებელი ნამდვილად…
100%-იანი ხარ :დდ
თამაშიო ვერთქვა ნამუსმა შეაწუხა 😀 😀 😀 😀
წადი ნეიმართან პსჟში მერე და იქაც ივარჯიშე