იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში მოხვდა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “სევილია” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან, არგენტინელი ფეხბურთელების გარეშე ჩაივლის. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.
ფლეი ოფის პირველი შეხვედრა 8 ნოემბერსაა დანიშნული და ის ახალ ზელანდიაში გაიმართება. ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს მოუწევთ ეროვნულ გუნდს თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ “სევილია” და “ბარსელონა” 5 ნოემბერს ითამაშებენ, დიდი ალბათობით, არგენტინელი ლეგიონერები ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებებ.
საუბარია არა მხოლოდ ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოზე, არამედ ევერ ბანეგაზე, ხოაკინ კორეაზე, გვიდო პისაროსა და გაბრიელ მერკადოზე.
არგენტინა უეჭველი გავა მსოფლიოზე
ნახევარი სევილიაც არ იქნება არაუშავრა :დ მარა ჩვენთან მთელ გუნდს + მასკერანო :დდდდ