workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
არსენ ვენგერი: “ბარსელონას” პრემიერ ლიგაში ხილვა არ მინდა

არსენ ვენგერი: “ბარსელონას” პრემიერ ლიგაში ხილვა არ მინდა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში “ბარსელონას” ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

“ბარსელონას” პრემიერ ლიგაში ხილვა არ მინდა. ეს ნორმალური არ იქნება, რადგან ლიგის გეოგრაფიული ერთიანობა დაირღვევა და გარდა ამისა, საღი აზრის საწინააღმდეგოც იქნება.

რატომ არ იწვევენ პრემიერ ლიგაში “სელტიკსა” და “რეინჯერსს”, რომლებიც შოტლანდიაში თამაშობენ? ამას უფრო დიდი აზრი აქვს, ვიდრე “ბარსელონას” მოწვევას.

გარდა ამისა, ესპანეთსა და კატალონიას შორის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ეს ნაბიჯი, ინგლისის მხრიდან, კატალონიის მხარდაჭერა იქნება. არა მგონია, ეს პოლიტიკურად მისასალმებელი ნაბიჯი იყოს. ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

იმედი მაქვს, “ბარსელონა” ესპანეთში თამაშს განაგრძობს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Guro messi
    schedule 10 ოქტ 2017, 20:42
    #8

    რაც თქვა სწორი თქვა

  • mesi_10
    schedule 09 ოქტ 2017, 01:35
    #7

    არსენა სწორს ბაზრობს

  • davidus2020
    schedule 08 ოქტ 2017, 21:47
    #6

    ბარსა უნდა დარჩეს ლალიგაში,ეს იქნება გამუდმებით სკანდალები და სუდიების გინებები და მაყურებლების სტვენა, ძალიან ცუდია აქამდე რო მივიდა საქმე, თორე ბარსს ხილვა ნებისმიერ ლიგას რო ძალიან გააძლიერებს შემოსავლიანს გახდის ამაზე ორი აზრი არა

  • neo222
    schedule 08 ოქტ 2017, 20:32
    #5

    არსენ ჩემზე რო იყოს კინწისკვრით გაგაგდებდი არსენალიდან :

  • barca=msn
    schedule 08 ოქტ 2017, 20:16
    #4

    ბიჭებო პეს 18 არ გამიხსნის?
    — ოპერატიული მეხსიერება 4, პროცესორი 2.9, სისტემის ტიპი 64 ბიტიანი, ხელმისაწვდომი გრაფიკის სრული მეხსიერება 2815 მბაიტი, გამოყოფილი ვიდეო მეხსიერება 1024მბაიტი

  • msd2004
    schedule 08 ოქტ 2017, 19:59
    #3
    ადრე არ თქვა რომ კაი იქნება ბარსელონა თუ შეემატება პრემიერ ლიგსო?
  • Juan Carlos Navarro
    schedule 08 ოქტ 2017, 19:21
    #2

    Kატალონია ესპანეტს არ დაცილდება აი ნახაბთ

  • Magician
    schedule 08 ოქტ 2017, 18:24
    #1

    "ბარსელონას" "ბულკები" ხართ მუდამ :დდ