მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “ვალენსიას” ფეხბურთელისთვის იბრძვის

“ბარსელონა” “ვალენსიას” ფეხბურთელისთვის იბრძვის

“ბარსელონა” “ვალენსიას” 17 წლის ნახევარმცველს ფერან ტორესს უმიზნებს. ფეხბურთელი ამჟამად “ვალენსიაში” თამაშობს და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონა” ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მარტო არაა – კატალონიელებს მადრიდის “რეალი”, პსჟ და “იუვენტუსი” ეცილება.

თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელ ცნობებს, “ბარსელონა” საკმაოდ აქტიურობს. კატალონიელები მზად არიან გადაიხადონ გამოსასყიდი თანხა, რომელიც 8 მილიონ ევროს შეადგენს.

თუმცა, საქმეს კიდევ ერთი რამ ართულებს: ვალენსია” გეგმავს ტორესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას და გამოსასყიდი თანხის 25 მილიონამდე აწევას.

ნახევარმცველი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. პარასკევს დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი მის თანატოლებს შორის ინდოეთში და ისიც, რა თქმა უნდა, გამოძახებულია ნაკრებში.

ცნობისთვის, ტორესის კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 05 ოქტ 2017, 18:28

    აუცილებლად მოსაყვანია გაძლიერება სჭირდება ლა მასიას