მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოიგე მსოფლიოს ვარსკვლავების თამაშის 2 ბილეთი

მოიგე მსოფლიოს ვარსკვლავების თამაშის 2 ბილეთი

Barcamania.ge საშუალებას გაძლევთ მოიგოთ ბილეთები “დინამო არენაზე” ხვალ გასამართ მატჩზე, რომელშიც, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, “ბარსელონას” ლეგენდები – კარლეს პუიოლი და რივალდოც ითამაშებენ.

ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩვენ საიტზე დარეგისტრირებულნი არიან 2017 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით და რომლებიც 2017 წლის 3 სექტემბრის შემდეგ საიტის წესების დარღვევისთვის არცერთხელ დასჯილან.

სულ გათამაშდება 8 ბილეთი: პირველ ორ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს ორ-ორ 15-ლარიან ბილეთს, ხოლო მესამ-მეოთხე ადგილებზე გასული მომხმარებლები – ორ-ორ 10-ლარიან ბილეთს.

კითხვები

თითო კითხვას მინიჭებული აქვს ქულა (1-დან 10-ის ჩათვლით). მოთამაშეთა რეიტინგი დალაგდება დაგროვილი ქულების მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც პასუხები პირველმად გამოაგზავნა.

  1. პირველი კითხვა მოიხსნა
  2. რამდენჯერ აქვს კარლეს პუიოლს “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოგებული?
  3. რომელი გუნდიდან გადმოვიდა რივალდო “ბარსელონაში” და რომელ გუნდში გადავიდა ის “ბარსელონადან”?
  4. რომელ კლუბში დაასრულა რივალდომ საფეხბურთო კარიერა?
  5. რომელ წელს გახდა კარლეს პუიოლი “ბარსელონას” პირველი კაპიტანი?
  6. რომელი ნომრით თამაშობდა რივალდო “ბარსელონაში” პირველ სეზონში?
  7. რომელ წელს შეასრულა ანდრეი შევჩეკომ “ბარსელონას” კარში “კამპ ნოუზე” ჰეთ თრიქი?
  8. რამდენჯერ უთამაშია ფრანჩესკო ტოტის “ბარსელონას” წინააღმდეგ (ითვლება ამხანაგური მატჩებიც)?
  9. რომელმა მწვრთნელმა მიმართა კარლეს პუიოლს მისი პირველად დანახვის დროს: “თმის შესაჭრელად ფულს ვერ იმეტებ?”
  10. რამდენი გოლი აქვს გაშვებული დიდას “ბარსელონასთან” გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში?

პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ “ვიქტორინის პასუხები”, ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.

პასუხების მიღება შეწყდება 29 სექტემბერს, 12:00 საათზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • Lasha71
    schedule 29 სექ 2017, 21:10

    თამაში არ გადმოიცემა?

  • Magician
    schedule 29 სექ 2017, 12:44

    როდის იქნება შედეგები?

  • რეკლამირება
    schedule 29 სექ 2017, 11:11

    მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს დინამოზე

  • Bola
    schedule 29 სექ 2017, 00:27

    პუიოლი არ იქნება ხვალ

  • Givibarca
    schedule 28 სექ 2017, 23:40

    წარმატებები ყველას

  • nelson semedo 2
    schedule 28 სექ 2017, 23:05

    წარმატებები ყველას

  • barca=msn
    schedule 28 სექ 2017, 22:27

    წარმატებები ყველას <3