workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდეს თავისტკივილი: როგორ ცდილობს მწვრთნელი ნეიმარის ჩანაცვლებას?

ვალვერდეს თავისტკივილი: როგორ ცდილობს მწვრთნელი ნეიმარის ჩანაცვლებას?

ნეიმარის ტრანსფერი პსჟ-ში “ბარსასთვის” ნამდვილად მძიმე დარტყმა იყო. გუნდის თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს, რომელიც გუნდში რამდენიმე კვირის მოსული იყო, ამ დანაკლისის შესავსებად სხვადასხვა ტაქტიკის მოფიქრება მოუწია.

ამ სეზონში კატალონიურმა გრანდმა უკვე 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ნეიმარის წასვლის შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ ვალვერდემ ჯერჯერობით გამოკვეთილი ტაქტიკა ვერ შეარჩია.

“ბარსელონას” თითქოს ეს არ აკლდა და ახლა უსმან დემბელე დაემტვრა, თან ისე, რომ შესაძლოა, 2017 წელს ვეღარც ითამაშოს.

SPORT-მა შეაჯამა გასული 10 მატჩი ნეიმარის გარეშე:

1.”ბარსელონა” 1-3 “რეალი” (ესპანეთის სუპერთასი, 13.08.2017)

ვალვერდეს თავისტკივილი: როგორ ცდილობს მწვრთნელი ნეიმარის ჩანაცვლებას?

ამ შემტევი ტრიოთი ითამაშა ვალვერდემ კარგ ფორმაში მყოფი “რეალის” წინააღმდეგ. ალბათ, ეს საუკეთესო შემტევი ტრიო იყო იმ დროისთვის, მაგრამ ამან არ გაამართლა და მწვრთნელს ახალი შემადგენლობის მოფიქრება მოუწია შემდეგი მატჩისთვის…

2.”რეალი” 2-0 “ბარსელონა”(ესპანეთის სუპერთასი 16.08.2017)

ვალვერდემ განმეორებით მატჩში 3-5-2 ტაქტიკა მოსინჯა, სადაც მესი და სუარესი თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინა, ხოლო ფლანგებიდან მათ ჟორდი ალბა და სერჟი რობერტო ეხმარებოდნენ.

3.”ბარსელონა” 2-0 “ბეტისი”(ლა ლიგა, 20.08.2017)

ამჯერად, ვალვერდემ ფსონი 4-2-3-1 ტაქტიკაზე განათავსა. მესი ე.წ. “ცრუ ცხრიანის” პოზიციაზე მოგვევლინა, მის უკან კი კლასიკური “ათიანის” პოზიციაზე თამაშობდა სერჟი რობერტო. ფლანგებიდან კი პაკო ალკასერი და ჟერარ დეულოფეუ უტევდნენ.

4. “ალავესი” 0-2 “ბარსელონა”(ლა ლიგა, 26.08.2017)

ვალვერდემ კვლავაც შეცვალა ტაქტიკა და “ბარსელონას” შეტევაში 3 ფეხბურთელი გამწესდა. მესი ისევ შეტევის ცენტრში გამწესდა, ხოლო ფლანგებზე ალეიშ ვიდალი და დეულოფეუ ცდილობდნენ ხიფათის შექმნას.

5. “ბარსელონა” 5-0 “ესპანიოლი”(ლა ლიგა, 9.09.2017)

დერბიში დემბელეს დებიუტი შედგა. მესი ისევ ცენტრში მოგვევლინა, ლუის სუარესი მარცხნივ, ხოლო დეულოფეუ მარჯვნივ. ეს უკანასკნელი კი დემბელემ ჩაანაცვლა.

6. “ბარსელონა” 3-0 “იუვენტუსი”(ჩემპიონთა ლიგა, 12.09.2017)

ვალვერდემ “იუვესთან” თამაში იმ სასტარტო შეტევის ხაზით დაიწყო, როგორითაც “ესპანიოლთან” დაამთავრდა. უსმან დემბელე 71-ე წუთზე ჩანაცვლებულ იქნა სერჟი რობერტოთი.

7. “ხეტაფე” 1-2 “ბარსელონა”(ლა ლიგა, 16.09.2017)

კიდევ ერთხელ, ვალვერდემ სასტარტოში მესი, სუარესი, დემბელეს ტრიო დააყენა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი დაიმტვრა და დეულოფეუ შემოვიდა მის ნაცვლად.

8.”ბარსელონა” 6-1 “ეიბარი”(ლა ლიგა, 19.09.2017)

ახალი შეტევის ხაზი კატალონიური გრანდისთვის: მესი, დენისი და დეულოფეუ. ამ უკანასკნელის ნაცვლად, მეორე ტაიმში ვიდალი ჩაერთო თამაშში.

9.”ჟირონა” 0-3 “ბარსელონა”(ლა ლიგა, 23.09.2017)

შეტევის ხაზში სასტარტოდანვე გამოჩნდა ალეიშ ვიდალი, მასთან ერთად თამაშობდნენ მესი (ცენტრში) და საურესი (მარცხნივ).

10. “სპორტინგი” 0-1 “ბარსელონა”(ჩემპიონთა ლიგა, 27.09.2017)

უკანასკნელ თამაშში, შეტევის ხაზში სუარესთან და მესისთან ერთად, სერჟი რობერტო მოგვევლინა, თუმცა დაცვის დროს, “ბარსას” 4-3-3 ტაქტიკა, 4-4-2-ად ეწყობოდა და რობერტო მარჯვენა ნახევარმცველად ექცეოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Guro messi
    schedule 29 სექ 2017, 19:24
    #8

    ძირითადი არის:
    დემბელე სუარესი მესი
    და სათადარიგო:
    არდა პაკო დეულოფეუ.
    არდასაც მისცეს შანსი

  • Juan Carlos Navarro
    schedule 29 სექ 2017, 11:24
    #7

    Dembo chqara dabrundi

  • gurgenidze
    schedule 29 სექ 2017, 10:24
    #6

    Dembele dzaan cud dros daimtvra ra .. dzaan cud dros

  • Bastards Madrid Saludar A Los Campeones
    schedule 29 სექ 2017, 01:23
    #5

    დემბელე დაიმტვრა??? გუგავა მოვა!!!

  • mesi_10
    schedule 28 სექ 2017, 23:22
    #4

    დემბელესთან ერთათ კოუტინიოც რომ გვეყიდა გაცილებით მარტივათ იქნებოდა ყველაფერი.

  • ANRIBARCA
    schedule 28 სექ 2017, 21:48
    #3

    4-3-1-2 ტაქტიკით უნდა ითამაშოს, შტეგენი-სემედო-პიკე-უმტიტი-ალბა-ბუსკეცი-პაულინიო-რობერტო-ინიესტა-მესი-სუარესი. გუშნაც იყო ეს შემადგენლობა მაგრამ 4-4-2 იდგა.

  • Johan Cruyff 14
    schedule 28 სექ 2017, 21:23
    #2

    მარცხენა ფლანგს რო ვერ ანდობს სუას და სხვა ფეხბურთელევს მაგიტო ყავს მესი შუაში მთელ ხაზს აკონტროლებს ლეო. მარჯვნივ რო დააყენოს მარცხენა პრახადმოი იქნება მარცხნივ რო დააყენოს მარჯვენა და მაგიტო ყავს ცენტრში იქითაც და აქეთაც ეხმარება მესი მაგიტო გააქ ბევრი გოლი

  • anaonimuri :p
    schedule 28 სექ 2017, 21:15
    #1

    ციტატა: M10 S9 D11
    სუარესი დააყენოს თავის ადგილას და დენისი და დეულოფეუ ათამაშოს დემბელეს გამოჯანმრთელებამდე მარცხნივ რა თავისტკივილი ეგაა

    პ.ს. ახალი სტაჟიორი გვყოლია წარმატებები


    Madloba :DD