“სპორტინგთან” მატჩის შემდეგ კომენტარი ანდრეს ინიესტამაც გააკეთა. “ბარსელონას” კაპიტანი კმაყოფილია თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით, რომელმაც “ბარსა” D ჯგუფის ლიდერად აქცია.
“ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც სტუმრად ჩატარებული ყოველი მატჩი ძალიან რთულია.
“სპორტინგს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ისინი კარგად კომბინირებდნენ და ჩემი აზრით, გამარჯვება ჩვენთვის დიდი მიღწევაა.“
ინიესტამ ერნესტო ვალვერდეს მუშაობაზეც ისაუბრა:
“ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც მწვრთნელი გვეტყვის და მისი მუშაობის სტილს ნელ-ნელა ვეჩვევით.
ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ და გუნდი უკეთეს შედეგებს მიაღწევს,” – აცხადებს ვეტერანი ნახევარმცველი.




მოგებათა სერია კიდევ დიდხანს გასტანს
აბა რა ინი ❤❤
ატლეტიკოსტან უეჯველში მოსაგებია 7 ქულიანი იქნრბაა სხვაობა მერე
tu ar mounates ase verafers mivagwevt
მართალი ხარ ანდრეს, რთული თამაში იყო. ახლა "ლას პალმასთან" გაივარჯიშეთ და მერე უფრო რთული თამაშისთვის მოემზადეთ.
გუშIნ სუარესს დააკვირდით მოედნიდან რო გავიდა წყალს როგორ სვამდა? 😀
ცხოველია სუფთა 