მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესის შემდეგ არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ ავტოგოლია: კატალონიური გრანდის მეტოქეები ბოლო დროს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად იტანენ გოლებს საკუთარ კარში.
აქამდე ასეთი შემთხვევა ლა ლიგის პირველ ტურში, “ბეტისთან” შეხვედრაში მოხდა, შემდეგ იყო “ჟირონასთან” ორი ავტოგოლი, გუშინ კი უიღბლო გუნდთა რიცხვს ლისაბონის “სპორტინგიც” შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ გოლი საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, სადაც პორტუგალიელთა მცველი, სებასტიან კოატესი ბურთს მკერდით შეეხო, მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო და ბურთი “სპორტინგის” კარის ბადეში აღმოჩნდა.
“ბარსელონას” ბომბარდირთა დავას ლიონელ მესი 12 გოლით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მეტოქეების მიერ გატანილი 4 ავტოგოლია.




აბა ლას პალმასიც თუ შეაგდებს საკუთარ კარში
წესით მესიმ უნდა აჯობოს
ავტოგოლი ოქროს ბუცს აიღებს ვითომ?