მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლა ლიგაში დომინირებს

ბარსელონა ლა ლიგაში დომინირებს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც “ბარსელონამ” “ჟირონა” 3:0 დაამარცხა, ლა ლიგის Facebook-ის ოფიციალურმა გვერდმა ქვეყნის ჩემპიონატში კატალონიელთა დომინაციას ხაზი გაუსვა.

6 შეხვედრაში ერნესტო ვალვერდეს კოლექტივს 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. “ბარსელონა” 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (20) და საკუთარ კარში ყველაზე ნაკლები გაუშვეს (2), ბომბარდირთა დავის ლიდერი კი არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესია (9).

კატალონიელები მადრიდის “ატლეტიკოს” 4 ქულით უსწრებენ, ხოლო “რეალს” – 7. “ბარსელონას” საკუთარი პოზიციის გამყარების შანსი 1 ოქტომბერს, “ლას პალმასთან” მატჩში ექნება, აქედან 13 დღის შემდეგ კი ვალვერდეს შეგირდებს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” უმძიმესი შეხვედრა ელით დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Juan Carlos Navarro
    schedule 24 სექ 2017, 19:41

    Cholo Ligaze gvamwarebs tore la ligashi bulkia

  • Johan Cruyff 14
    schedule 24 სექ 2017, 17:48

    ვამოს ბარსააა

  • Guro messi
    schedule 24 სექ 2017, 16:04

    ასე გაგრძელდება დარწმუნებული ვარ