workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ოფიციალური განცხადება

ბარსელონას ოფიციალური განცხადება

“ბარსელონამ”, გუშინ, კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გასამართ რეფერენდუმზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

კატალონიის მთავრობა 1 ოქტომბერს რეფერენდუმის გამართვას გეგმავს, რომლის მიზანიც იმის დადგენა იქნება, სურთ თუ არა კატალონიელებს დამოუკიდებლობა. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად სცნო და ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ჩატარებისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტა. დაკავებულია რამდენიმე კატალონიელი პოლიტიკოსი, ასევე კონტროლდება კატალონიის სამთავრობო შენობები.

“ბარსელონას” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დროს, განსაკუთრებით კი დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბი ბარსელონა აცხადებს, რომ ინარჩუნებს თავის ისტორიულ ერთგულებას ერის დაცვის, დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ და გმობს ამ უფლებების შეზღუდვის ნებისმიერ ქმედებას.

მაშასადამე, საფეხბურთო კლუბი ბარსელონა საჯაროდ მხარს უჭერს ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, რომლებიც ამ უფლებების დაცვისთვის იბრძვიან.

“ბარსელონა” ინარჩუნებს კლუბის წევრების მრავალეროვნების მიმართ პატივისცემას, კვლავ განაგრძობს კატალონიის მცხოვრებთა უმრავლესობის სურვილის მხარდაჭერას და ამას გააკეთებს ცივილური, მშვიდობიანი და სანიმუშო ფორმით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Lasha71
    schedule 21 სექ 2017, 21:59
    #9

    შეგიძლიათ ახსნათ სიტყვა "ცივილური" რომ გიწერიათ რას ნიშნავს? angry

  • Libertarian
    schedule 21 სექ 2017, 20:05
    #8

    ციტატა: M10 S9 D11
    შანსი არაა ესპანეთი ამ რეფერენდუმის ჩატარების უფლებას არ მისცემს კატალონიელებს მთავარ ფულის წყაროს არ დათმობს და ბარსას კიდე ამ განცხადების გამო გაშტრაფავენ ნუ ერევიან ამ პოლიტიკაში რაა


    მაგ რეფერენდუმის უფლება ლისაბონის ხელშეკრულებაშია, რაც ევროკავშირის ფუძემდებლური ხელშეკრულებაა. თუ ესპანეთი რეცესიის საკითხებში ჩაერევა ძალიან დიდი პრობლემები ექნება ევროკავშირის მხრიდან. შესაბამისად აქ თავი მხოლოდ ესპანეთს სტკივა და არა კატალონიას, რომელსაც მხარდაჭერა აქვს.

  • Guro messi
    schedule 21 სექ 2017, 18:22
    #7

    ოფიცისლური რო ვნახე მეგონა ბართომეუ გააპანღურესთქო

  • davidusi 2020
    schedule 21 სექ 2017, 17:14
    #6

    ციტატა: Don vinton

    ციტატა: nika-barca

    ციტატა: Bola
    ჯარიმას მიცემენ ამის გამო. რამდნეი რამე მაგ ამბებთნ დაკავშირებული გააკეთეს იმდნეი ჯარიმა დააკისრეს.. დროშებზე შეძახილებზე და ეხლა ოფიციალუად დაუჭირა მხარი.


    შეიძლება ჯარიმა დააკისრონ, მაგრამ "ბარსელონა" იმას ხომ არ იტყოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეს მოვლენები მისაღებია მათთვის? ჩემი აზრით, სწორად იქცევიან. ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.


    vafshe ar unda gaeketebinar aranairi gancxadeba,iyvnen da mixedon fexburts ,ra shuashia sporti da politika


    საფეხბურთო გუნდი ბარსელონა არის უბრალოდ რო ვთქვათ სააქციო საზოგადეობა ,რომელსაც ყავს დაახლოებით 120 000 მეტი აქციონერი, რომლის 95% კატალონელია, როგორ წარმოგიდგენიათ ბარსა გვედზე გადგეს,ამ ხალხის ნება არ გამოხატოს.

  • sandro89
    schedule 21 სექ 2017, 13:53
    #5

    სპორტი და პოლიტიკა რაშუაშია ვერ ვხვდები

  • Magician
    schedule 21 სექ 2017, 12:54
    #4

    ციტატა: Don vinton

    ციტატა: nika-barca

    ციტატა: Bola
    ჯარიმას მიცემენ ამის გამო. რამდნეი რამე მაგ ამბებთნ დაკავშირებული გააკეთეს იმდნეი ჯარიმა დააკისრეს.. დროშებზე შეძახილებზე და ეხლა ოფიციალუად დაუჭირა მხარი.


    შეიძლება ჯარიმა დააკისრონ, მაგრამ "ბარსელონა" იმას ხომ არ იტყოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეს მოვლენები მისაღებია მათთვის? ჩემი აზრით, სწორად იქცევიან. ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.


    vafshe ar unda gaeketebinar aranairi gancxadeba,iyvnen da mixedon fexburts ,ra shuashia sporti da politika


    არაფერ შუაშია, მაგრამ გვერდს ვერ აუქცევს "ბარსელონა" მაინც. როდესაც საუბარია კატალონიის დამოუკიდებლობაზე, იქვე, აუცილებლად, იარსებებს "ბარსელონას" ყოფნა-არყოფნის საკითხი ლა-ლიგაში.

  • Don vinton
    schedule 21 სექ 2017, 12:47
    #3

    ციტატა: nika-barca

    ციტატა: Bola
    ჯარიმას მიცემენ ამის გამო. რამდნეი რამე მაგ ამბებთნ დაკავშირებული გააკეთეს იმდნეი ჯარიმა დააკისრეს.. დროშებზე შეძახილებზე და ეხლა ოფიციალუად დაუჭირა მხარი.


    შეიძლება ჯარიმა დააკისრონ, მაგრამ "ბარსელონა" იმას ხომ არ იტყოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეს მოვლენები მისაღებია მათთვის? ჩემი აზრით, სწორად იქცევიან. ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.


    vafshe ar unda gaeketebinar aranairi gancxadeba,iyvnen da mixedon fexburts ,ra shuashia sporti da politika

  • Magician
    schedule 21 სექ 2017, 12:20
    #2

    ციტატა: Bola
    ჯარიმას მიცემენ ამის გამო. რამდნეი რამე მაგ ამბებთნ დაკავშირებული გააკეთეს იმდნეი ჯარიმა დააკისრეს.. დროშებზე შეძახილებზე და ეხლა ოფიციალუად დაუჭირა მხარი.


    შეიძლება ჯარიმა დააკისრონ, მაგრამ "ბარსელონა" იმას ხომ არ იტყოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეს მოვლენები მისაღებია მათთვის? ჩემი აზრით, სწორად იქცევიან. ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.

  • Bola
    schedule 21 სექ 2017, 11:51
    #1

    ჯარიმას მიცემენ ამის გამო. რამდნეი რამე მაგ ამბებთნ დაკავშირებული გააკეთეს იმდნეი ჯარიმა დააკისრეს.. დროშებზე შეძახილებზე და ეხლა ოფიციალუად დაუჭირა მხარი.