“ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ფაუსტინო ასპრილია იმ დღეს იხსენებს, როდესაც მან “ბარსელონას” კარში ჰეთ თრიქი შეასრულა.
ხვალ ზუსტად 20 წელი გადის იმ თამაშიდან, როდესაც “ნიუკასლმა”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ბარსელონას” 3:2 მოუგო. შეხვედრის 49-ე წუთზე, ინგლისელი მასპინძლები უკვე 3:0 იგებდნენ და სამივე გოლი კოლუმბიელი ფეხბურთელის ანგარიშზე იყო. მატჩის დარჩენილ ნაწილში ლუის ენრიკემ და ლუიშ ფიგუმ თითო ბურთი კი გაიტანეს, მაგრამ ეს ქულისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ, “ბარსამ” ჯგუფში, სადაც კიევის “დინამო” და პსვ-ც გამოდიოდნენ, ბოლო ადგილი დაიკავა.
“სინამდვილეში, ვფიქრობდი, რომ იმ მატჩში მონაწილეობას არ მივიღებდი, რადგან რამდენიმე დღით ადრე, კლუბმა შეკრებაზე გამოუცხადებლობის გამო დამაჯარიმა. გამიკვირდა, როდესაც მწვრთნელმა განაცხადში შემიყვანა. საბოლოოდ ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოვიდა. იმ დღის შემდეგ, ნიუკასლში, სასმელში ფულის გადახდა აღარ მიწევდა.” – განუცხადა ასპრილიამ Daily Mail-ის ჟურნალისტს.