“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, კარლეს ვილარუბიმ კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გასამართ რეფერენდუმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი კლუბს არ ეხება.
“რეფერენდუმი ჩვენს კლუბს არ ეხება. ამ თემაზე გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს. ჩვენ იმ ჩემპიონატში ვითამაშებთ, სადაც “ესპანიოლი” და “ჟირონა” იქნებიან.
“რეალის” ცუდი სტარტი? მე, ისევე როგორც ყველა, გაკვირვებული ვარ. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და “რეალთან” არსებული 4-ქულიანი უპირატესობით ვამაყობთ.” – ციტირებს ვილარუბის სიტყვებს Marca.
არა რის გამოყოფა რას გამოყოფა ხო არ აფრენტ
Gishvebst espaneti? Tqven ki gindat magram espanelebs kitxet tu undat