2017-18 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში “ბარსელონას” ძირითადი გუნდის 24 ფეხბურთელის გარდა ერნესტო ვალვერდემ “ბარსა ბ”-დან კიდევ 10 ფეხბურთელი შეიყვანა.
ძირითად გუნდში მხოლოდ ორი მეკარეა, ამიტომ ვალვერდემ მესამე კიპერად “ბარსა ბ”-ს პირველი მეკარე, ადრია ორტოლა აირჩია, მასთან ერთად კი კიდევ 9 ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე.
ეს ფეხბურთელები არიან: კარლეს ალენია, კარლეს პერესი, ფერან სარსენდასი, აბელ რუისი, ორიოლ ბუსკეტსი, სერჟი პალენსია, დანიელ მორერი, როდრი ტარინი და მარკ კუკურელია.
ძაან კარგია ახალგაზრდებს რო ენდობა მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე 10 ახალგაზრდა უაზრობაა , სჯობს ექსპერიმენთები ლევანტეებთან და ალავესებთან ჩაატაროს
ძალიან კარგი.მომწონს ახალგაზრდებს რომ ენდობა
ძაან მაგარია 10 ფეხბურთელი
მარკ კუკურელია ეს მეგრელია?

ვაა ვალიკო მაგარი კაცი ხარ რო ესე ენდობი ლა მასიას მაქ ამ კაცის იმედი და დღეს ბარსა იგებს. ვივა ბარს ა