კატალონიის “ბარსელონასა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკუმ რომელიც ამჟამად ბრაზილიურ კლუბ “ფლუმინენსეს” მაისურით გამოდის, ისაუბრა თავის ყოფილ გუნდზე, “ბლაუგრანაზე. მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალნიური კლუბის მიმართ, რომელშიდაც ბევრი კარგი თამაში აქვს ჩატარებული.
პორტუგალიელი მოთამაშის თქმით, დღევანდელი “ბარსელონა” აშკარად ძლიერია იმ დროინდელ “ბარსელონაზე”, როდესაც იგი ამ კლუბის ღირსებას იცავდა. მისი თქმით ამ წარმატებაში წვლილი პეპ გვარდიოლასაც მიუძღვის.
“ვფიქრობ, რომ დღევანდელი, პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” საკმაოდ აღემატება ჩემი დროის “ბარსელონას”. საქმე ისაა, რომ როდესაც მე ამ კლუბის მაისურით გამოვდიოდი, გუნდს ჰყავდა 11 ძირითადი მოთამაშე, ხოლო ამჟამად გუნდის მთავარ მწვრთნელს ჰყავს გაცილებით ბევრი ფეხბურთელი და აქვს დიდი არჩევანი.”-განაცხადა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა “SPORT.ES”-თან ინტერვიუში.
დეკუ:”ახლანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, ვიდრე ჩემს დროს”
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.