ივან რაკიტიჩი გუშინ გუნდს დაუბრუნდა. ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა მიიღო და თურქეთთან მატჩიც გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა სპორტულ დარბაზში განცალკევებით ივარჯიშა ექიმ პრუნასთან ერთად, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იგი ტკივილს აღარ შეუწუხებია და შესაძლოა, კატალონიური დერბისთვის მზად იყოს.
რაკიტიჩის გარდა, “ბარსას” ძალიან გაუმართლა და სანაკრებო პაუზიდან ყველა ფეხბურთელი დაზიანების გარეშე დაბრუნდა.
გუნდს უკვე დაუბრუნდა მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. მისმა გერმანიან ნორვეგიას 6-0 სძლია. ასევე იასპერ სილესენი, ანდრე გომეში, ტომას ვერმაელენი, სამუელ უმტიტი და ლუკა დინიც.
ასევე, ვალვერდემ პირველ გუნდთან ერთად რამდენიმე რეზერვისტიც ავარჯიშა – ალენია, ვიტინიო, კუკურელია, რუიზ დე გალარეტა, ხოსე არნაისი და ფალი. დღეს კი მთავარი გუნდის ყველა ფეხბურთელი კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია და “ბლაუგრანა” შაბათს გასამართი მატჩისთვის ინტენსიურ მზადებას იწყებს.
რაკიტიჩის თამაში სარისკოა დენისი ან პაულინიო ათამაშოს ვალვერდემ
აბა გზა ნახე კოლუმბიიდან ბარსელონამდე ერთი დღე ღამე მარტო აზრზე მოსვლას უნდა + ადაპტაცია 2 დღე სადღაც 20 30 წუთი თუ ათამაშა პაულინიო მეორე ტაიმში ეგეც კარგია
ნეტა ვერ ითამაშოს ამ მძორმა, იქნებ მაშინ მაინც დააყენოს პაულინიო, ვნახოთ რას იზავს
იმედია ისევ ამას არ დააყენებს და რობერტო-ბუსი-ინიესტა იქნებიან ცენტრში, 60 წუთისთვის პაულინიო შემოიყვანოს.