მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელემ “ბარსელონაში”, შესაძლოა, 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს

უსმან დემბელემ “ბარსელონაში”, შესაძლოა, 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს

გერმანულმა Spiegel-მა “ბარსელონასა” და უსმან დემბელეს შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვა.

წყაროს ცნობით, 20 წლის ფრანგი შემტევის წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევროა, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, შესაძლოა, ეს თანხა 20 მილიონამდე გაიზარდოს. ეს კი ნიშნავს, რომ კონტრაქტის მოქმედების 5 წლის განმავლობაში, დემბელეს შანსი აქვს 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.

“ბარსელონამ” უსმან დემბელე დორტმუნდის “ბორუსიადან” 105 მილიონ ევროდ შეიძინა. ბონუსების სახით კი 40 მილიონია გათვალისწინებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში