22 წლის ესპანელი შემტევი ხოსე არნაისი “ბარსელონაში” ჩაირიცხა და თავიდან ის კლუბის მეორე გუნდში, “ბარსა ბ”-ში ითამაშებს.
“ვალიადოლიდის” ყოფილმა ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. მისი ტრანსფერი “ბარსას” 3.4 მილიონი ევრო დაუჯდა. ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის თანხა, შესაძლოა, 4 მილიონამდე გაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხოსე არნაისს პირველ გუნდში გადაიყვანენ, ან ის ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს. ხოსე არნაისის გამოსასყიდი თანხა, თავიდან, 20 მილიონი იქნება, ხოლო კლუბში 3 წელზე მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში – 40 მილიონი.
ხოსე არნაისმა, 2015-2017 წლებში, “ვალიადოლიდის” შემადგენლობაში 41 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.